„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1053 |
|
2025 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოხელეებს; ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – პრობაციის ბიუროებისგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები – პრობაციის ბიუროები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“. 3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს უფროსი.“. 4. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემთხვევაში – ცენტრის უფროსი), რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს უფროსი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ხოლო სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში − აგრეთვე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებით, სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები - აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებით, ხოლო პრობაციის ბიუროების მოსამსახურეთა და ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები − აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|