„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№872
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017362
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №872

2022 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ანალიტიკური დეპარტამენტი;“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება, ინიციირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისთვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება;

ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებაში მონაწილეობა;

ზ) პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა;

თ) სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო მენეჯმენტი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება;

კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება;

ლ) სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა;

მ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ან/და მასში მონაწილეობის მიღება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №2

სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობა

I. სამსახურებრივი მოწმობის გრაფიკული გამოსახულება

C:\Users\zabashvili\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.Outlook\AZJ6C5DH\სს.png

II. სამსახურებრივი მოწმობის აღწერილობა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი მოწმობა მოიცავს საკუთრივ გამოსახულებას და ტიპოგრაფიულ ნაწილს. მოწმობის სრული ზომაა 85მმx53მმ. ზედა მხარეს 16 მმ-ზე დატანილია მეწამული წითელი ფერი (#ED3237. R:237; G:50; B:55. C:0 M:100; Y:100; K:0). მოწმობის წინა მხარეს, ზედა მარცხენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ დაშორებით) დატანილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლოგო. მოწმობის წინა მხარეს, ზედა მარჯვენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ დაშორებით) დატანილია სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ლოგო. ამის ქვემოთ, 4 მმ დაშორებით გამოყოფილია 16მმx20მმ ზომის ადგილი სააგენტოს მოსამსახურის ფოტოს განთავსებისთვის. ფოტოს ადგილის გვერდით 4 მმ დაშორებით 12pt ზომის, მთავრული (Uni Mtavruli Regular), 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100) შრიფტით, დატანილია თანამშრომლის სახელი და გვარი, ხოლო სახელისა და გვარის ქვემოთ, იდენტური შრიფტით, ზომა 6pt, – მოსამსახურის თანამდებობა. ფოტოს ადგილის ქვემოთ, 7 მმ დაშორებით, იდენტური შრიფტით, ზომა 7pt, დატანილია მოწმობის ნომერი. მის გვერდით 3 მმ დაშორებით დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ზომით 6მმ*4 მმ. მოწმობის მარჯვენა მხარეს შემოტანილია 17 მმ-იანი, მეწამული წითელი ფერის, სახელმწიფო გერბის ფარის ელემენტი, ხოლო მის ქვეშ, 3 მმ დაშორებით, განთავსებულია მოწმობის მოქმედების ვადა, ფონტის ზომით – 10pt, 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100).

მოწმობის უკანა ზედა მხარეს 19 მმ-ზე დატანილია მეწამული წითელი (#ED3237. R:237; G:50; B:55. C:0 M:100; Y:100; K:0). ზედა მარცხენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ დაშორებით) დატანილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლათინურენოვანი ლოგო, ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში (კიდიდან 6 მმ დაშორებით) დატანილია სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ლათინურენოვანი ლოგო. ამის ქვემოთ, 4 მმ დაშორებით 12pt ზომის, მთავრული (Uni Sans Regular), 100%-იანი შავი (#373435 R:55; G:52; B:53. C:0; M:0; Y:0; K:100) შრიფტით, დატანილია მოსამსახურის სახელი და გვარი ლათინურ ენაზე, ხოლო სახელისა და გვარის ქვემოთ, 4მმ დაშორებით იდენტური შრიფტით, ზომა 6pt, – მოსამსახურის თანამდებობა. მის ქვემოთ, 8 მმ დაშორებით, იდენტური შრიფტით, ზომა 7pt, დატანილია პირადი ნომერი. ხოლო მის ქვეშ, 4 მმ დაშორებით, განთავსებულია მოწმობის მოქმედების ვადა, ფონტის ზომით – 10pt, თეთრი ფერის (#FEFEFE. R:254; G:254; B:254. C:0 M:0; Y:0; K:0). მარჯვენა მხარეს შემოტანილია 29 მმ-იანი, მეწამული წითელი ფერის, სახელმწიფო გერბის ფარის ელემენტი.

2. სამსახურებრივი მოწმობა გამოიყენება სამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში, მოსამსახურის იდენტიფიცირებისთვის.

3. სამსახურებრივი მოწმობა მოქმედებს გაცემიდან 4 წლის განმავლობაში.