„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016993
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2012 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,18/04/2012, ., 040030000.10.003. 016807) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრის აპარატი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;“;

ბ.ბ) „ლ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წელიწადში ერთხელ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს;“;

გ) მე-7 და მე‑8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრის აპარატი).

2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

    მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლიდან.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი