„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№342
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.025233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2025 წლის 12 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის    21 ივლისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2016, 040030000.10.003.019402) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის საშტატო ნუსხაში შედის სამსახურის დირექტორის თანაშემწე, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის დირექტორს. სამსახურის დირექტორის თანაშემწეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეფექტური მმართველობის მხარდაჭერის ჯგუფი;“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეფექტური მმართველობის მხარდაჭერის ჯგუფის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურისა და ვეტერანთა სფეროს ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა;

ბ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთობის წარმართვა საჯარო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებთან;

გ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივების სამსახურში სრულყოფილად მომზადებისთვის, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებთან სამსახურის დირექტორის შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;

ვ) სამსახურში არსებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ვეტერანთა ჩართვის მიზნით, ურთიერთობის კოორდინაცია უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებებთან;

თ) სამსახურის დირექტორისა და მოადგილეების სხვადასხვა დავალების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე