„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №436 |
|
2021 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ანალიტიკის დეპარტამენტი.“.
2. 82 მუხლის „თ1“, „თ2“, „თ3“, „თ4“, „თ5“ და „თ6“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 82 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. ანალიტიკის დეპარტამენტი
ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) ეკონომიკური და ფინანსური, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის უზრუნველყოფას, რესურსებისა და პროცესების ეფექტიანობის ანალიზს;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა მოპოვება/დამუშავება/ განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) საინფორმაციო სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებში მონაცემთა წარმოების ალგორითმის განსაზღვრა და მონაცემთა დამუშავება/სისტემატიზაცია;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება.“.
|