„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№287
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.024120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2023 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი;“.

2. მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი:

ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს;

ბ) ახდენს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

გ) ხელს უწყობს სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას;

დ) სამინისტროში, გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების პროცესში და ახორციელებს ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ვ) ახორციელებს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შეფასებას/ანალიზს და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევას/ანალიზს; ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას;

თ) ახდენს ინფორმაციის კოორდინაციას სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში პროექტის მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №287. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.024120.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №287, 07.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024120 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5890062/