„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №101 |
|
2017 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახური.“;
ბ) მე-10 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვის ხელშეწყობა და მათი მონიტორინგი, საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამისად;
დ) დონორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ე) დონორი ორგანიზაციების მიერ აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №101. სარეგისტრაციო კოდი — 340000000.10.003.019810.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №101, 22.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.019810 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3588525/