„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№422
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.022137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018; 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი:

ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს და მხარს უჭერს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

ბ) მხარს უჭერს თავდაცვის ეროვნული და უწყებრივი დონის გეგმების განხორციელებას, ახდენს შესაბამისი რეფორმების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

გ) ხელს უწყობს  სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას;

დ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ვ) ახორციელებს თავდაცვის ეროვნული და უწყებრივი დონის გეგმებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს; კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევას/ანალიზს; ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №422. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.022137.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №422, 09.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022137 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4920996/