„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №133 |
|
2016 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
1. VI თავის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. XVII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:
„XVII1 თავი
სამსახურებრივი, თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვები დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში
1. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად და/ან წოდებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
2. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, კადრის სამსახურში არ მიიღებიან.
3. კადრის ოფიცრებს, რომელთა კადრის სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, არ მიენიჭებათ უმაღლესი სამხედრო წოდება და არ დაინიშნებიან თანამდებობაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უმაღლესი სამხედრო წოდების მინიჭება.
4. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების მოქმედების განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა ამ წოდებისათვის განსაზღვრული წოდებრივი სარგო.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს.“.
|