„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.020500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2018 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის  №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.“.

2. მე-4 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;“.

3. მე-7 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლება და დანერგვა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის მკაფიო და გაზომვადი რაოდენობრივი გეგმების არსებობის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება ხარისხობრივი და რაოდენობრივი გეგმების მოსამზადებლად; დაგეგმვის, გეგმების ოპონირებისა და გეგმების ხარისხის გაუმჯობესების პროცესების ორგანიზება; გეგმების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება/დანერგვა; გეგმების  ყოველკვარტალური და ყოველწლიური მონიტორინგი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება; სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; სამინისტროსა და დაქვემდებარებულ უწყებებში საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის პროცესის მართვა; საქმისწარმოების ვადების კონტროლი, საჭირო მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება (ადამიანური, ტექნოლოგიური, ოპერაციული და მონიტორინგის სისტემის არარსებობით გამოწვეული ხარვეზების იდენტიფიცირება); ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და შესაძლებლობების სისტემურ გადაწყვეტაზე ზრუნვა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების კრიტიკული და პრიორიტეტული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების პრიორიტეტული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა; მომსახურებაზე (სერვის +) ორიენტირებული კულტურისა და მიდგომის დანერგვა თანამშრომლებში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №185. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.020500.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №185, 17.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020500 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4154143/