„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№238
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.024632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2024 წლის 29 ივლისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: 

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტ:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და დაცვის და კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) მელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და განხორციელება;“.

2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი;“.

3. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში/განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა. ასევე შესაბამისი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების  შერჩევა/ინიციირება, დაგეგმვა, ასევე მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;

დ) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაწევის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა;

ვ) მიწისა და ნიადაგის შესახებ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) ქვეყნის მასშტაბით მიწისა და ნიადაგის რესურსების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;

თ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;

კ) ნიადაგის მდგრადი მართვისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 15 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე