„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№637
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.023193
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2021 წლის 31 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018, 010240030.10.003.020701) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ლ2) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

დ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;

ე) სამინისტროში გენდერული საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ზ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;

ი) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;

კ) სამინისტროში კორპორატიული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №637. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.023193.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №637, 31.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023193 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5345412/