„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.025553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025025) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოების,  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურის კოორდინაცია; საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.025553.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 16.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025553 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6757732/