„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
470010000.32.057.016380
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, 

 


მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013, 470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 66 (სამოცდაექვსი) საშტატო ერთეულით“.

2. დებულების მე-6 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. იურიდიული დეპარტამენტი 

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 

გ) სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის (წერილი, განცხადება, მიმართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ზ) ნორმატიული აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ პროგრამაში ფორმირება;

თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პერიოდული განახლება;

მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადების ხელშეწყობა, სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;

ნ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა და დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

ო) მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე, ასევე, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2023.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2023. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 470010000.32.057.016380.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №9, 25.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 470010000.32.057.016380 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5903091/