„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №10
2017 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს ადმინისტრაცია:
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;“.
2. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება;
დ) სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;
ე) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;
თ) მინისტრის და სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;
კ) საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება;
ლ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და დამკვიდრება;
მ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
ნ) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილი დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
პ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
რ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
რ.ა.) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მინისტრის საჯარო გამოსვლების მომზადება;
რ.ბ.) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
რ.გ.) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება;
ს) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2017. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.32.061.016215.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №10, 28.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3720643/