„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010320040.32.061.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №2

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისი  №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა“ ქვეპუნქტი:

„გ.ა) სახელოვნებო განათლების განოფილება;“.

2. დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური;“.

3.დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სახელოვნებო განათლების განყოფილების კომპეტენციაა:“.

4. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ.ა“ ქვეპუნქტი:

„მ.ა) სახელოვნებო განათლების ორგანიზაციებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება, სახელოვნებო განათლების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა დარგის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება; პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროს სისტემის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალისტთა მომზადების პრიორიტეტების განსაზღვრა; სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა ტრენინგების, პროფესიული დაოსტატებისა და გადამზადების ფორმების შემუშავება; სახელოვნებო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და სისტემატიზაცია;“.

5. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

6. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

 ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                            ვ. ყოლბაია