აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №11
2013 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“.
4. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. დებულების 101 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს“.
6. დებულების 101 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება
შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით. შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ორგანოებში, სადაც არ არსებობს შიდა აუდიტის განმახორციელებელი სამსახურები“.
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 102. საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;
დ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;
ე) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი;
ვ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;
ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
თ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია