„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2017 წლის 25 დეკემბერი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016307) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;

) დადგენილებას დაემატოს მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3  მუხლის  ,,“ , ,,“  და ,,“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა“;

,,ბ) განახორციელოს მერიის   სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა“;

,,დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს  ნებისმიერი  თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით“;

) დებულების  მე-5 მუხლის მე-7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა    და   მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის  დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის  შესაბამისად“;

ე) დებულების მე-6 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.“.

ვ) დებულების მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი