გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016719
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

    გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2022 წლის 17 ოქტომბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016401) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს  გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის  დებულება (დანართი №1);“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა  აუდიტის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტის სამსახური

დ.ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული,  რომელიც  უზრუნველყოფს  თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის  გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის:

ვ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შესაძლო შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაციები, მოსაზრებები და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;“

ვ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

ზ.ა) 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანალიტიკის განყოფილება.“

ზ.ბ) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

ზ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ანალიტიკის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისან და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების  შემუშავება;

ბ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის  განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის  საჯაროობისა და  გამჭვირვალობის  უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;

დ)  თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში,  სახელმწიფო   ორგანოებთან,  საზოგადოების  წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე