„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2019 წლის 14 ივნისი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას, მერიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ურთიერთობას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფას.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების მე-3 რანგის 1-ლი კატეგორიის საჯარო მოხელე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, მონაწილეობას საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-14 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციას;
ბ) დამეგობრებულ და პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობების წარმართვას, მათთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, გაღრმავებას და ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვის სამომავლო გეგმების შემუშავებას;
გ) თანამშრომლობას საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების დაგეგმვას და ორგანიზებას;
დ) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
ე) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) სხვა ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას და ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვის ორგანიზებას. სტუმრების მასპინძლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.“.
|