ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2023 წლის 7 ივნისი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის № 30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,14/03/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლებთან დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; საკადრო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას, საკრებულოსა და მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის   განყოფილებებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების  განყოფილება;

ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური  რესურსების მართვის განყოფილება;

გ)  ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილება

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიაში კორესპონდენციების მიღებას, რეგისტრაციას და ინდექსაციას;

ბ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის დავალებების რეგისტრაციას, მისი შესრულების კონტროლს;

დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებასა და დოკუმენტბრუნვას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ზ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

თ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების და ბლანკების გამოყენების წესების დაცვას;

ი) მერიის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

კ)   მერიაში მოქლაქეთა მიღებას და მათ საინფორმაციო მომსახურებას;

ლ) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ მასალების გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

მ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას და ორგანიზებას;

ნ) მერისა  და მერიის საინფორმაციო მომსახურებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას;

ო) მერიის  ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრირებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი:

,,მუხლი 71 . ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება

ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილება  უზრუნველყოფს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის კავშირს მერიასთან;

ბ) წარმომადგენლების საქმიანობის წარმართვას;

გ) წარმომადგენელთა ინფორმაციის საფუძველზე მერისათვის წინადადებების წარდგენას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის გამოკითხვას და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ე) წარმომადგენლების  საქმიანობის ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში ქონების აღრიცხვის, ამ ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების კოორდინაციას.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი