,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. ბაღდათი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლს, „აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები“, დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე )ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრას მოსახლეობასთან.
კ )ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა( მათ შორის საზღვარგარეთ) მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) ორგანიზაციულ მომსახურეობას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;
მ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მუნიციპალიტეტის მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების , საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს;
ო) ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებებს>“
„7. მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
ა) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადება
ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;;
გ) საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება;
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას;
ე) საკრებულოსათვის, საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვისა და საკრებულოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციების გავრცელება და აქტივობების შესახებ პრესრელიზების მომზადება;
ზ) საინფორმაციო საშუალებებში გასავრცელებლად ტექსტური და საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისათვის მასალების მომზადება;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობა;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.12.2019. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.124.016382.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №26, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016382 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4754370/