„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2020 წლის 10 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 16/11/2017, 010260010.35.148.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის  კოორდინაციას, მერიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას,  ადამიანური რესურსების  მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ურთიერთობას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მერის წარმომადგენლების და მერის წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას და განხორციელების ხელშეწყობას, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ს“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ს) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ტ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილების ფუნქციები“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 ა) საკრებულოს, მერიის  სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობასთან, აღჭურვასთან, რემონტთან, კეთილმოწყობასთან, დაგვა-დალაგებასთან, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვას, შესწავლას და განხორციელების კონტროლს.

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების  საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

ზ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში  შრომის უსაფრთხოების სფეროში  დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების და წესების დაცვას;“

თ) სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულის და სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას;“

ი) ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებას, რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;“

კ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას.“

თ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-15 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება

 1. სამსახურის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას;

დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობას როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ;

ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, რეგისტრაციას და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას;

ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას;

თ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.

ი) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე