გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016603
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 13 მარტი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016401) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება;  დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით დისციპლინური წარმოების განხორციელება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მერიის საჯარო მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მერის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების შესაძლო დაწყებისა და დისციპლინური სახის ღონისძიების გამოყენების შესახებ; დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით განახორციელოს დისციპლინური წარმოება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის აქვს ორი განყოფილება:

ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

გ) ინსპექტირებისა და ანალიტიკის განყოფილება.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) სამსახურის მიერ შემუშავებული და  გაცემული რეკომენდაციების  შემდგომი  შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ლ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) ინტერესთა  შეუთავსებლობის  ფაქტების  გამოვლენა,  მერიის   საჯარო მოსამსახურეთა  მიერ  სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება;  დისციპლინური წარმოებისთვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით დისციპლინური წარმოების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2020.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.03.2020. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010260010.35.148.016603.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №13, 13.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016603 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4823381/