„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2019 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეს (შემდგომში – სამსახურის მოსამსახურე) შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების ანგარიში რეაგირებისათვის გადაუგზავნოს გამგებელს;“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გამგებლის თანხმობის გარეშე, არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას;“;
თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული შიდა აუდიტორულ ანგარიშებში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების ადეკვატურობაზე;“;
ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;
კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
1. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. სამსახური თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.10.2019. მიმღები ორგანო — ერედვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.147.016220.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 07.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4674708/