„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №21 |
|
2025 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 040030000.22.034.016857) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17 I, II, III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო და სამცხე-ჯავახეთის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ: ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას; ზ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას; კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას; მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას; ნ) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას; ო) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას; პ) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; ჟ) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას; რ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|