„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №39 |
|
2022 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 140130000.22.034.016830) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 1. ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) პროექტების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება; ბ) სპეციალური კონკურსების ორგანიზებისა და სტატისტიკის განყოფილება. 2. ადამიანური რესურსების მართვის განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში: ა) ადამიანური რესურსების მართვის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და განსაზღვრავს ერთიან პოლიტიკას; ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის რეგულარულ და სტრატეგიულ ანალიზს; გ) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის ხელშეწყობის მიზნით, შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკას, ამზადებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს; დ) აწარმოებს აღწერით სტატისტიკას და ამზადებს პრეზენტაციებს; ე) უზრუნველყოფს კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვას, ასევე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, სპეციალური კონკურსის გამოცხადებას, აპლიკაციების გადარჩევას, ტესტირებაზე წარდგენას, გასაუბრების ორგანიზებას, კომისიის გადაწყვეტილებებისა და ოქმების მომზადებას; ვ) ამზადებს სამინისტროს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის სამუშაო აღწერილობებს; ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული/კარიერული განვითარებისა და სამინისტროს მოსამსახურეთათვის სამოტივაციო სისტემების შემუშავებას, განახლებასა და იმპლემენტაციას; თ) ახორციელებს კოორდინაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგს უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ი) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ბრძანების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის საფუძველზე, ამოწმებს სამინისტროს დანაყოფების საკადრო საქმიანობას და ამზადებს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით; კ) ახორციელებს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის ვადის გაანგარიშებას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ამზადებს ანგარიშებს/დასკვნებს; ლ) შესაბამისი რეაგირების მიზნით, განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა განცხადებებს/პატაკებს, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე, მოქალაქეების განცხადებებსა და წერილებს; მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 8 აპრილიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017226.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 08.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017226 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5434228/