„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №47 |
|
2026 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 140130000.22.034.016830) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველო; ბ) საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველო; დ) საქმისწარმოების ორგანიზების სამსახური (კანცელარია). მუხლი 7 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საკადრო საქმიანობის ინსპექტირების სამსახური; ბ) სტრატეგიის დაგეგმვისა და კონკურსების ორგანიზების განყოფილება. 2. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და კოორდინაციის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას; ბ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკას, ამზადებს შესაბამის ინიციატივებსა და წინადადებებს; გ) შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; დ) კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვის მიზნით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამის კონკურსებს; ე) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული/კარიერული განვითარებისა და სამოტივაციო სისტემების შემუშავებას; ვ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას; ზ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე ამოწმებს სამინისტროს დანაყოფების საკადრო საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც გამოსცემს შესაბამის დასკვნებს, ასევე, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებს დასკვნებს, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით; თ) ახორციელებს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებას და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ამზადებს ანგარიშებს/დასკვნებს; ი) განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ კორესპონდენციას; კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის დავალებებს.“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური; ბ) პირადობის მოწმობების და პირადი საქმეების აღრიცხვა-რეგისტრაციის სამსახური; გ) პროფესიული მომზადების ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; დ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ორგანიზებისა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის განყოფილება.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 საქმისწარმოების ორგანიზების სამსახური (კანცელარია) კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს კორესპონდენციის (მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის) წარმოებასა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია-აღრიცხვას, მათ განაწილებას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; ბ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხვო ჟურნალებს; გ) უზრუნველყოფს სამინისტროში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების, შემოვლის ფურცლისა და საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაციის რეგისტრაციასა და განაწილებას; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული დოკუმენტების შესრულების ვადების კონტროლს; ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.
|
|