„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №44 |
|
2021 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა;“. 2. მე-4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ბ) საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო; გ) ადმინისტრაცია (სამსახური); დ) დროებითი განთავსების სამმართველო; ე) ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახური.
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო: ა) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს გაძევებასთან და რეადმისიის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას; გ) საინფორმაციო ბაზებში მოიპოვებს ინფორმაციას გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას; დ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით ახდენს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის დაწესებულება(ებ)ში ან პირის საცხოვრებელ ადგილზე; ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა იურიდიულ პირებთან; ზ) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას; თ) უზრუნველყოფს გაძევების პროცედურებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმართავს შესაბამის უწყებას უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და გაუქმების თაობაზე; კ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; ლ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; მ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო 1. საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სტატუსის დადგენის განყოფილება; ბ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება. 2. საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო: ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე ანკეტირებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს გასაუბრების მომზადებასა და ჩატარებას სტატუსის დადგენის მიზნით; გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას; დ) ახორციელებს შესაბამის პროცედურებს ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების ან ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნას; ე) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე ამ ინფორმაციის პერიოდულ განახლებასა და მონაცემთა ბაზის წარმოებას; ვ) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის/გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებაში; ი) მონაწილეობს საერთაშორისო დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებასა და შემუშავებში; კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას; ლ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. ადმინისტრაცია (სამსახური) 1. ადმინისტრაციის (სამსახური) შემადგენლობაშია: ა) საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; გ) სამედიცინო მომსახურების განყოფილება. 2. ადმინისტრაცია (სამსახური): ა) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობას სასამართლოში; დ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ კონსულტაციას უწევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას; თ) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას, ასევე დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობას და ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებას; კ) აღრიცხავს და აანალიზებს დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს; ლ) აორგანიზებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომით ანაზღაურებასთან, აგრეთვე, სადაზღვევო, სატელეფონო და სხვა მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს; მ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას; ნ) უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიურ დახმარების გაწევას დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელებისათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მყოფ პირთათვის; ო) აკონტროლებს დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების არსებობას და მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს; პ) უზრუნველყოფს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას; ჟ) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ; რ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში; ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. დროებითი განთავსების სამმართველო 1. დროებითი განთავსების სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) დროებითი განთავსების ცენტრი (განყოფილება); ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი (განყოფილება). 2. დროებითი განთავსების სამმართველო: ა) მართავს დროებითი განთავსებისა ცენტრს და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას; ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრისა და მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას; გ) ახორციელებს რეაგირებას დროებითი განთავსების ცენტრსა და მიმღები ცენტრში წესრიგის დარღვევაზე, ქონების დაზიანებასა და განადგურებაზე, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის, გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებზე; დ) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვებას იქ მყოფ პირთა უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ვ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსებისა და მიმღებ ცენტრებში მყოფ პირთა მიერ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების ხელშეწყობას; ზ) იღებს დროებითი განთავსებისა და მიმღებ ცენტრებში მყოფ პირთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს; თ) საჭიროების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებლისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას და მის განთავსებას, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის და გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების ინიცირებას; ი) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახური: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს; ბ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს; გ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის, მათ შორის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტების ხარისხის შეფასებას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; ე) უზრუნველყოფს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, სახელმძღვანელოების, სასწავლო მოდულებისა და საკონტროლო კითხვარების შექმნას; ვ) უზრუნველყოფს თავშესაფრის საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესების მიზნით; ახდენს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე შემუშავებულ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას; ზ) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფ და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ამზადებს დასკვნას და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; თ) დეპარტამენტის მოსამსახურის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში განიხილავს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტ(ებ)ს, ამზადებს დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას; ი) ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; კ) განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს, ასევე, მიმღები ან დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას ან/და საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; ლ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს; მ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 აგვისტოდან. |
|