„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Order of Minister of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-777 |
|
2021 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26.12.2019; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016612) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ა.ა) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და რესურსების დაცვის სამმართველო;
ა.ბ) საადგილმამულო ურთიერთობების სამმართველო;
ა.გ) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) მიწის კადასტრის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ბ.ა) გეოინფორმაციული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო;
ბ.ბ) მონაცემთა დამუშავებისა და ბალანსის სამმართველო;
გ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
გ.ა) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო;
გ.ბ) პროგრამებისა და საინვესტიციო გეგმების სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
დ.ა) იურიდიული სამმართველო;
დ.ბ) რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
დ.გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო.“.
2. მე-5–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
დ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ზ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
თ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა;
ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების, სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საველე და კამერალური საკადასტრო სამუშაოების შესრულება;
ე) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება;
ვ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე გაცემის მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
თ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
გ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება;
დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელების მიზნით საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოძიება;
ვ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ი) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
კ) მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელების ანალიზი და შეფასება;
ლ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;
თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;
ი) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
კ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ლ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
მ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;
პ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი;
ჟ) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების დაცვა;
რ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა;
ს) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი;
ტ) საგენტოს ბიუჯეტის პროექტების, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა;
უ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;
ფ) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის მიზნით არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ქ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვების პროცედურების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი;
ღ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ყ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“.
3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|