საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.04.2012 ბოლო ცვლილება 31.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016807
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერ­თა­შო­რ­ი­სო თანამ­შრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის №279 ბრძანებუ­ლების შეს­ა­ბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დე­ბ­უ­ლება“.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრ­უ­ნ­ველყოს საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თა­ნ­ა­მშრომლობის სა­ქარ­თველოს სააგენტოს უფროსის დანიშვნა.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საჯარო სამართლის იურ­ი­დიული პირის – საერთაშორისო თანამშ­რომ­ლობის საქართველოს სა­ა­გენტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინი­სტრაციულ შე­­ნო­ბაში განსათავსებლად განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღ­ვ­რული ღონის­ძიებები.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ . გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემ­დ­გომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომ­ე­ლ­იც ამ დებულების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში ქართული კულ­ტურის, ისტორიის, პროდუქ­ციისა და ტრადიციების პოპულარი­ზა­ც­ი­ას.

2. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, და­სა­ხული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სა­კუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარი­გებ­ებს, აქვს თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მო­სარ­ჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართვე­ლ­ოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებ­ლო­ბ­ით და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდე­ბე­ლი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სა­ხელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქო­ნება, ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და ბანკში.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები:

ა) უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრა­დი­ციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შ­ა­ვებასა და განხორ­ციელებაში მონაწილეობა;

ბ) ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდების თაობაზე კონ­­ცეფციის შემუშავება და განვითარება;

გ) საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრა­დი­ცი­ე­ბ­ის მქონე ქვეყნის, პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების განხორციელ­ე­ბა და ქვეყნის პოტ­ენ­ციალის წარ­დგენა საზღვარგარეთ;

დ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციე­ლ­ე­ბის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კოორ­დ­ი­ნირებული თანამშრომ­ლობა;

ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორცი­ე­ლება.

2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმა­ხ­ო­რ­ციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურ­ი­დ­ი­ული პირები.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ჰყავს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თა­ნა­მდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართ­ვე­ლ­ოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმია­ნ­ო­ბას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთ­ვ­ნე­ბ­ულ საკით­ხებზე;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს აპარატის მიერ უფ­ლებამოსი­ლების შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კა­ნონიერებასა და მიზან­შეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახ­ორ­ციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზე­დამხედველობას;

დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც სა­ქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელ­შეკრულებებს სააგენტოს სახელით;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს­ა­თვის დასახული ამოცანების განხორციელებაზე;

ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საა­გენტოს აპარატის თანამშრომლებს;

თ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საა­გენ­ტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ი) განსაზღვრავს სააგენტოს აპარატის თანამშრომლების დისციპ­ლ­ი­ნური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ად­მინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს სა­ა­გენტოს ფინანსურ ანგარიშს;

მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმია­ნო­ბის მიზნებისთვის განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;

ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქარ­თ­ველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

3. უფროსს ჰყავს მოადგილე (რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუ­ს­ხით), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვ­ი­სუფლებს სააგენტოს უფროსი.

4. უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლება­მო­სი­ლ­ე­ბის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფ­რო­სის მოვალეობას უფროსის განკარგულების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზ­რ­უნ­ველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ღონისძიებების მენეჯმენტის სამსახური;

ბ) მარკეტინგის სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური.

3. ღონისძიებების მენეჯმენტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) კულტურის მოღვაწეთა და მეცნიერთა მონაწილეობის მხარ­და­ჭე­რა საზღვარგარეთ მიმდინარე კონკურსებზე, ფესტივალებზე, კონცერ­ტ­ებ­ზე, პრეზენტაციებსა და კონფერენციებში;

ბ) ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანი­ზ­ე­ბა და ხელშეწყობა;

გ) ქართული ლიტერატურისა და მეცნიერული ნამუშევრების სა­ზღვარგარეთ პრეზენტაციის ხელშეწყობა;

დ) ქართული აგროსასურსათო პროდუქციისა და სამზარეულოს გა­ცნობის მიზნით საზღვარგარეთ მიმდინარე გამოფენების შესახებ ფი­ზი­კური და იურიდიული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, გა­მო­ფ­ე­ნებში მონაწილეობის ორგანიზება და ამისათვის აუცილებელი ღონის­ძ­იე­ბების გატარება;

ე) საზღვარგარეთ ქართული ხალხური რეწვისა და სუვენირების პრე­ზენტაციების განხორციელება;

ვ) საქართველოს, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მო­ნაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზ­რ­ობ­ებში.

4. მარკეტინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრა­დიციების პოპულარიზაციის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის თა­ო­ბ­ა­ზე წინადადებების შემუშვება;

ბ) ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდის კონცეფციის შე­მუშავება და განვითარება;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო ორ­განიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა;

დ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განხორციელების მიზნით მსოფ­ლიო ბაზრების მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგო­მარ­ე­ო­ბისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.

5. ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანებია:

ა) სააგენტოს უფროსის, უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვე­დ­­­ანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სა­ინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნ­ვ­ელ­ყოფა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განხორციელება;

გ) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შე­საბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინ­ფორმირება;

დ) სააგენტოს აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარ­მოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იური­დი­უ­ლი პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონ­ტ­რო­ლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

­ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპე­ტენ­­ციის ფარგლებში ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაცი­ულ-­სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

ვ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერ­ხებ­ე­ლი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელ­ის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორ­ც­ი­ელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ად­მინის­ტრირება;

ზ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტ­რ­უ­ლი აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებ­რი­ვი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს ინტერესების დაცვა სა­სა­მარ­თლოში.

    მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება

სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თან­ხე­ბი;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებუ­ლი შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავა­ლი.

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება

კანონმდებლობით და ამ დებულებით სა ა გენტოსთვის გან­სა­ზღვ­რუ­ლი მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკო­ნომი­კ­ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შე­სა­ბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მი­ზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქ­მია­ნ­ო­ბის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს მთავრობის თანხმობით სააგენტომ შეიძლება გა­ნა­ხ­ორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად და­ტ­ვ­ირ­თვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახ­სრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი სა­კო­მუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირ­ე­ბ­ით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წი­ნ­ე­­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რი­ცხ­ვა-­ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სა­ქართველოს მთავრობას.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მი­ერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზ­ღ­ა­ურებს სააგენტო.

    მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორ­ცი­ელ­დ­ე­ბა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.