„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.022391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №671

2020 წლის 9 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 2 ივლისის №6730-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014, 040030000.10.003.017908) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის:

ა)  პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.

 2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ − „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;

გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;

დ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების წარდგენა;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;“;

ა.დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ე) მოკვლევის პროცესში მიიწვიოს/ჩართოს ექსპერტი;

ვ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;

ზ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/ დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;

თ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

კ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;

ლ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;

მ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევისას,  სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით მიიღოს გადაწყვეტილება განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე;

ო) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;

პ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;

ჟ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

რ) სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას;

ს) სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას;

ტ) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე;

უ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეისწავლოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მონაწილეობით დაგეგმილი კონცენტრაციის ან კონკურენციის შესაძლო დარღვევის საკითხი;

ფ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან გამართოს კონსულტაციები საკითხის შემსწავლელი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით;

ქ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარდგენის მოთხოვნით და პირიქით, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიმართვისას, ჩაერთოს საკითხის განხილვისა და კონსულტაციების პროცესში;

ღ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

ყ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

შ) შეისწავლოს  გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო დასკვნა;

ჩ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში,  ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

ც) აწარმოოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრი;

ძ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

წ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;

ჭ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან  მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;

ხ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ჯ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით;

ჰ) განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება;

1) კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

2) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;

3) უზრუნველყოს სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

4) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;

5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და საბჭოს აპარატი

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია, განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში − დავების განხილვის საბჭო), რომელიც არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო და რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. დავების განხილვის საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. დავების განხილვის საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას.

3. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

4. სააგენტო დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „დ1“ −„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

2) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

3) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის ან/და მისი თანხმობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას  საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტი;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.“;

დ) მე-7 პუნქტის:

დ.ა) „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება;“;

ე)  მე-9 პუნქტის:

ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;“;

ე.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება;“;

ე.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება;“;

ე.დ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 პუნქტები:

„91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

დ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;

ე) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა, შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შესული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

კ) ანტიდემპინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა;

ბ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება;

გ) დავების განხილვის საბჭოს სხდომათა ოქმების შედგენა;

დ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში,  საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა;

თ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ი) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ლ) კომპეტენციის შესაბამისად, პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;

ო) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, არქივის წარმოება;

ჟ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;

რ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;

ს) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის, ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება;

ტ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს რეგლამენტით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. წლიური ანგარიში ასევე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ი“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ2“ და „ჰ5“ ქვეპუნქტების, მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტების, მე-8 პუნქტის „ა“, „გ“ და  „ე.დ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-5  პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ი“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  „ჰ2“ და „ჰ5“  ქვეპუნქტები,  მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია