„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №171 |
|
2015 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგოში - ანტიკორუფციული საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
დ) საგადასახადო ომბუდსმენი;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
ვ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
კ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ნ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
ო) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ჟ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
რ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ს) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ტ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
უ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;
ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;
შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ჩ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
ც) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
ძ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
წ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;
ჭ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ანტიკორუფციული საბჭოს ამოცანები
ანტიკორუფციული საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ, სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №171. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.018558.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №171, 20.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018558 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2818724/