„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№363
სარეგისტრაციო კოდი
230020040.10.003.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927016, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №363

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ III, 2005წ., მუხ.1339) შ ეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება (დანართი №1).“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის ფორმა“ (დანართი №2).“.

3. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

 ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები

  არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:

ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);

ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება); თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია, – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ნებართვის შევსება და რეგისტრაცია

1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმებით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2. წერილობითი ნებართვა ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანო ს, ხოლო მეორე და მესამე პირები გადაეცემა ტვირთის მფლობელს ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს.

3. ნებართვის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომია ნებართვების ელექტრონული ბაზა, მისი დედნის წარდგენა საგადასახადო ორგანოში სავალდებულო არ არის.

 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ნებართვების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.“.

 4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                                  ნ. გილაური

 

 

„დანართი №2

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

ნებართვა №000000

 

„_____“ ___________ 201__ წ.

 

განმცხადებელი (იმპორტიორი): --------------‑‑‑‑‑---------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი: ------------------------------------------------------------------

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ---------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია: --------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

ექსპორტიორი (მისამართი): --------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება: --------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების № და თარიღი: -----------------------------------------------------------

წონა (კგ): ---------------------------------------------------------------------------------------

ადგილების რაოდენობა:---------------------------------------------------------------------

ნებართვის მოქმედების ვადა: ---------------------------------------------------------------

 

 

გამცემი ორგანოს დასახელება: -----------------------------------------------------

 

უფლებამოსილი პირი:                                      ხელმოწერა  /                                           /

 

 ბ.ა.

 

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის № _____“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2011.
როდის იქნა მიღებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №363. სარეგისტრაციო კოდი — 230020040.10.003.016523.
რამდენი მუხლისგან შედგება „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №363, 23.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 230020040.10.003.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1480770/