“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება№5
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 21 ნოემბრის №474 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ.1498) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე”
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”.
3. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”;
ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) სისტემის საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.”
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ‘’დ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან და დაწესებულების რეორგანიზაცისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება დაკავებული ან დასაკავებელ თანამდებობასთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.”.
ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიისა და სამდივნოს წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.”
ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება მოსამსახურის კანდიდატს
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლამდე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოსამსახურისათვის განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.”.
ზ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.ტესტირების ჩატარების წესსა და პირობებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.”
თ) მე-19 მუხლის ,,გ” პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ი) 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების დრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ორი კალენდარული დღით ადრე მაინც.
კ) V თავი ამოღებულ იქნეს.
5. დანართი № 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი №1
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურის კანდიდატის განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერის ანკეტა”
1. სახელი, გვარი _______________________________________________
2. დაბადების წელი, თვე და რიცხვი ______________________________
3. დაბადების ადგილი __________________________________________
4. ოჯახური მდგომარეობა ______________________________________
5. განათლება _________________________________________________
_____________________________________________________________
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის, მობილურის ნომერი
_____________________________________________________________
7. უცხო ენის ფლობა (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
| ენა | კითხვა | მეტყველება | წერა |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
_____________________________________________________________
9. კვალიფიკაციის ამაღლება
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
10. სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
11. შრომითი საქმიანობა
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
ხელმოწერა____________________
მოსამსახურის კანდიდატის განცხადების ფორმა
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს
საკონკურსო საატესტაციო
კომისიის თავმჯდომარეს
კანდიდატის ________________
მცხ. _______________________
___________________________
ტელ. ______________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ დამრთოთ ნება მონაწილეობა მივიღო კონკურსში (ატესტაციაში)
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
________________________________________________________________ თანამდებობაზე.
პატივისცემით,