„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№756
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №756

2014 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 9 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ III, 09.01.2009 წ., №2, მუხ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,“.

3. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი.“.

4.  ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის წარმოების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესადგენი, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“;

გ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. ოქმის ფორმების აღრიცხვა

1. ოქმის ფორმები უნდა აისახოს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი №1).

2. ჟურნალი შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) პოლიგრაფიულ საწარმოში დამზადებული;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში დამზადებული - დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს უნდა ჰქონდეს ქაღალდი გადაკრული ისე, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონარის გახსნა. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის ბეჭედი და ხელმოწერა.

3. ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან - ბლანკების შემოსავლისა და ბლანკების გასავლის ნაწილებისაგან.“.

5. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს დანართი №1 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სტამბური წესით დაბეჭდილი ჟურნალები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მათ სრულ გახარჯვამდე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე




დანართი №1

 

მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსავლისა და გასავლის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

შსს დანაყოფი ---------------------------------

 

დაიწყო    20__  წლის „___“  __________________

დამთავრდა 20__  წლის „___“  _________________

 

 

 

I ნაწილი - ბლანკების შემოსავალი

შემოსვლის თარიღი

 

საიდან იქნა მიღებული ბლანკები (ორგანოს დასახელება) საფუძველი

(ზედდებულის, მინდობილობის და სხვა №)

ბლანკების დასახელება

რაოდენობა

სერია

№_______დან

№______მდე

ბლანკები მივიღე, თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II ნაწილი - ბლანკების გასავალი (ბლანკების თითოეული დასახელებისთვის გათვალისწინებულია ცალკე ფურცელი)

გასავლის

თარიღი

 

ბლანკების დასახელება

რაოდენობა

სერია

№_______დან

№______მდე

ბლანკები მივიღე, თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა

აღნიშვნა გაფუჭებული ბლანკების მიღების შესახებ (დასახელება, სერია, ნომერი, მიმღების თანამდებობა, გვარი, ხელმოწერა)

1

2

3

4

5

6

7