„სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 94%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №144 |
|
2013 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანებით დამტკიცებული „სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების“ №1 დანართის:
|
ა)
პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. 1. სახანძრო–ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივები (შემდგომში – ნორმატივები) შემუშავებულია „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად. 2. ნორმატივები ადგენს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის, სამაშველო დანაყოფების ცალკეული თანამშრომლების, გათვლების, მორიგე ცვლების, აგრეთვე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსმენელების (შემდგომში პირადი შემადგენლობა) წინაშე დასახული კონკრეტული ამოცანების, მათ შორის სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა, სამაშველო მოწყობილობების გამოყენების და მოქმედებაში მოყვანის ვადებს, ხარისხისა და დროის მაჩვენებლებს. „მუხლი 2. ნორმატივების შესრულება ხელს უწყობს ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას პირადი შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების, მოქმედებათა ხერხებისა და წესების დახვეწას, სახანძრო-ტექნიკური საშუალებების და სამაშველო მოწყობილობების გამოყენების შესწავლას, მათი მოქმედებაში მოყვანის ვადების შემცირებას. ნორმატივების გამოყენებით შესაძლებელი ხდება დადგინდეს პირადი შემადგენლობის მომზადების დონის განსაზღვრის ობიექტური, ერთიანი მიდგომები და შეფასების კრიტერიუმები.“. |
ბ)
მე-20 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პირადი შემადგენლობის, გათვლის, მორიგე ცვლის მიერ ნორმატივის შესრულების შეფასება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო–სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ნორმატივების შესრულების პირობებისა და ნორმების (დანართი №3) გათვალისწინებით, განისაზღვრება:“. |
გ)
24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24 შესწორების კოეფიციენტები, რომლებიც ითვალისწინებს ზამთრის პირობებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, გარემოს ტემპერატურის ზემოქმედებას, ასაკისა და ვარჯიშების შესრულების ფაქტორების ზემოქმედებას, მოყვანილია №2 დანართში, ხოლო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების პირობები და ნორმები - №3 დანართში. მუხლი 25 1. ,,სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნორმატივების შესრულება მოწმდება ინსპექტირების ჩატარებისას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემაჯამებელი შემოწმებების დროს, აგრეთვე გეგმურ და საკონტროლო მეცადინეობებსა და სწავლებებზე. ცალკეული ნორმატივები და მათი შეფასების კრიტერიუმები ასევე გამოიყენება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მსმენელთა პრაქტიკული სწავლებისას, შესაბამის საგანში გამოცდის ან ჩათვლის დროს. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის №1.1; 2.1; 3.2; 4.3; 7.7; 7.8; 9.3; 10.3; 10.4; 12.2; 13.4 პუნქტებში მოყვანილი ნორმატივების შესრულება სავალდებულოა შემოწმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ინსპექტირების, შემაჯამებელი შემოწმებების და საკონტროლო მეცადინეობების დროს. ნორმატივი შეიძლება შესრულდეს რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ჯერისა. ნორმატივის შესრულების შეფასება განისაზღვრება საუკეთესო შედეგის მიხედვით. 3. სასწავლო წლის დასაწყისში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების, საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დანაყოფებში პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებაზე, ადგენენ წლის მანძილზე შესასრულებელი ნორმატივების ნუსხას სამსახურებრივი ფუნქციების, აღჭურვილობის და დასაცავი ორგანიზაციის ოპერატიულ-ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით. შესასრულებელი ნორმატივების ნუსხა მტკიცდება დანაყოფების მართვის ორგანოს და დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ. პირადი შემადგენლობისათვის ნორმატივებით გათვალისწინებული ვარჯიშები ტარდება დღის განაწესის და სასწავლო განრიგის შესაბამისად ინდივიდუალურად ან გათვლის, მორიგე ცვლის შემადგენლობაში, არანაკლებ ერთხელ, ორი სამორიგეო დღე–ღამის მანძილზე.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
144.danarti.doc DOC ⬇
დანართი №3
სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნორმატივების შესრულების
პირობები და ნორმები
1. სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ჩაცმა
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის მიხედვით, |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმაყო| |
| | | | |ფილებელი | |
|1.1 |სპეციალური ტანსაცმლის ჩაცმა და აღჭურვა |1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია ნებისმიერი ხერხით. ქამარი |
| | |კარაბინით და ბუდეში მოთავსებული სახანძრო ნაჯახით დევს ტანსაცმლის ქვეშ, ბრეზენტის |
| | |ხელჯაგები - ქურთუკის ჯიბეებში, ჯიბეების არარსებობის შემთხვევაში - ქამრის ქვეშ. |
| | |2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობიდან 1 მ |
| | |დაშორებით. |
| | |ამოცანის დასრულება: სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა ჩაცმულია, ქურთუკი შეკრულია |
| | |ყველა ღილზე, ქამარი შეკრულია და ჩატანებულია ბალთაში. |
| |ინდივიდუალურად |21 |24 |27 | |
| |ათეულის |23 |26 |29 | |
| |შემადგენლობაში | | | | |
|1.2 |თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა |70 |75 |80 |1. კოსტიუმი ამოღებულია ტომრიდან და დევს მაგიდაზე (თაროზე). |
| | | | | |2. მეხანძრე-მაშველი დგას პირისახით ფორმის ტანსაცმლისა და აღჭურვილობიდან 1 მ |
| | | | | |დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: კომბინიზონი ჩაცმულია და დამაგრებულია მხრის ღვედებით, |
| | | | | |მოლითონებული ქსოვილის ქურთუკი ჩაცმულია და შეკრულია ყველა ღილზე. ჩაფხუტ-ნიღაბი |
| | | | | |ჩამოცმულია ჩაჩქანზე და შეკრულია, ხელჯაგები ჩაცმულია. |
|1.3 |თბოამრეკლი კოსტიუმის ჩაცმა სასუნთქი |სისწორეზე |1. მეხანძრე-მაშველი ფორმის ტანსაცმელში ორ ასისტენტთან ერთად დგას 1 მ დაშორებით |
| |აპარატით | |მომზადებული კოსტიუმიდან |
| | | |2. კომბინეზონის შარვლის და ჩექმების ჩაცმა. |
| | | |3. სასუნთქი აპარატის ჩაცმა. |
| | | |4. კომბინეზონის ზედა ნაწილის ჩაცმა, მომჭერი ქამრის შეკვრა, შეუკრავი რჩება ერთი ზედა |
| | | |მომჭერი ქამარი. |
| | | |5. სასუნთქი აპარატის შემოწმება ან ბალონის ვენტილის ბოლომდე გახსნა, სასუნთქ აპარატში |
| | | |ჩართვა, სახანძრო ჩაჩქანის დახურვა. |
| | | |ამოცანის დასრულება: კომბინიზონი, ხელჯაგები ჩაცმულია, ქამარი შეკრულია. |
| |
| |
|2. შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე, ავტომობილში ჩასხდომით ავტოფარეხის ჭიშკრის გარეთ |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი |კარგი|დამაკმა| |
| | | | |ყოფილებ| |
| | | | |ელი | |
|2.1 |შეკრება და გასვლა განგაშის სიგნალზე (ავტომობილში ჩასხდომით |1. სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა დაწყობილია N1.1 ნორმატივის შესრულების |
| |ავტოფარეხის ჭიშკრის გარეთ) |პირობის მსგავსად. |
| | |2. მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა იმყოფება მორიგე ცვლის სათავსში. |
| | |მანქანაში ჩასხდომა წარმოებს სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ჩაცმის შემდეგ. |
| | |დასაშვებია სპეციალური ტანსაცმლის შეკვრა და სახანძრო ქამრის შემორტყმა ავტომობილის |
| | |კაბინაში. |
| | |ამოცანის დასრულება: ავტომობილი დგას ავტოფარეხის ჭიშკრის გარეთ, გათვლის პირადი |
| | |შემადგენლობა იმყოფება ავტომობილში. კარები მიხურულია. |
| | |შედეგი ფიქსირდება ავტომობილის უკანასკნელი კარების დაკეტვის მომენტში. |
| | |შენიშვნა: ავტომობილებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ საჰაერო ვაკუუმსისტემის მქონე |
| | |სამუხრუჭე სისტემები, ნორმატივით განსაზღვრული დრო იზრდება 6 წმ. |
| |გათვლა |30 |34 |38 | |
| |მორიგე ცვლა ორი ან |34 |38 |42 | |
| |მეტი გათვლის შემადგენლობით | | | | |
| |
|3. მოქმედებები გამდენი სახანძრო სახელოებით |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმ| |
| | | | |აყოფილ| |
| | | | |ებელი | |
|3.1 |40 მ სიგრძის „ბ” ლულიანი სახელოს ხაზის |15 |17 |19 |სახანძრო ინვენტარი განთავსებულია სვეტიდან 1 მ დაშორებით. მეხანძრე-მაშველი დგას |
| |გაყვანა ჰიდრანტზე დაყენებული სვეტიდან | | | |ინვენტართან. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია, ლულა მიერთებულია სახელოზე, |
| | | | | |მეხანძრე-მაშველი თავის პოზიციაზეა. |
|3.2 |77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ერთი მეხანძრე-მაშველის მიერ: |დახვეული სახელოები ჩალაგებულია სახანძრო ავტომობილის ნაკვეთურებში. |
| | |ამოცანის დასრულება: ხაზი (განშტოებების გარეშე) აწყობილია და მიერთებულია ტუმბოს |
| | |სადაწნეო მილყელზე, მელულე პოზიციაზეა. |
| |3 სახელო |45 |50 |55 | |
| |4 სახელო |70 |80 |90 | |
|3.3 |77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა ორი მეხანძრე-მაშველის მიერ: | |
| |5 სახელო |65 |70 |75 | |
| |6 სახელო |70 |80 |90 | |
|3.4 |77 მმ მაგისტრალური ხაზის გაყვანა სამი მეხანძრე-მაშველის მიერ: | |
| |6 სახელო |40 |45 |50 | |
| |7 სახელო |65 |70 |75 | |
| |
|4. მოქმედებები გადარჩენის საშუალებებით |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმ| |
| | | | |აყოფილ| |
| | | | |ებელი | |
|4.1 |ორმაგი მაშველი მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ |6 |7 |8 |მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან |
| |ადამიანზე მიბმის გარეშე | | | |შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უკავია ხელში. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია. |
|4.2 |ორმაგი სამაშველო მარყუჟის შეკვრა გადასარჩენ|21 |25 |29 |1. მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით გადასარჩენი ადამიანისაგან, რომელიც წევს |
| |ადამიანზე მიბმით | | | |ზურგზე. |
| | | | | |2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან|
| | | | | |შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უკავია ხელში. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მაშველი მარყუჟი შეკრულია, მიბმულია გადასარჩენ ადამიანზე, თოკის |
| | | | | |გრძელი ბოლო დახვეულია კარაბინზე. |
|4.3 |მაშველი თოკის დამაგრება შენობის |4 |5 |6 |1. მეხანძრე-მაშველი დგას კონსტრუქციაზე თოკის მიმაგრების ადგილიდან 1 მ დაშორებით. |
| |კონსტრუქციაზე (4 ხერხიდან ერთ-ერთი) | | | |2. მაშველი თოკის გორგალი მოთავსებულია მეხანძრე-მაშველის მხარზე გადაკიდებულ ღვედებიან|
| | | | | |შალითაში, თოკის ბოლო (50 სმ სიგრძეზე) მეხანძრე-მაშველს უკავია ხელში. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: თოკი დამაგრებულია კონსტრუქციაზე, მარყუჟი საიმედოდ შეკრულია. |
|4.4 |30 (50) მ სიგრძის მაშველი თოკის დაგორგვლა |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას 1 მ დაშორებით დაშლილი თოკიდან და მისი ერთი ბოლო უკავია ხელში. |
| | |(არა უმეტეს 10/20 წთ) |ამოცანის დასრულება: თოკი დახვეულია გორგლისებურად და მოთავსებულია შალითაში, თოკის |
| | | |თავისუფალი ბოლო ჩატანებულია გორგალში. |
| |
|5. მოქმედებები ალპინისტური აღჭურვილობით |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი|კარგი |დამაკმა| |
| | | | |ყოფილებ| |
| | | | |ელი | |
|5.1 |ბულინის კვანძის შეკვრა საყრდენი წერტილის |13 |16 |20 |მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული თოკიდან და საყრდენი წერტილიდან 1 მ |
| |გამოყენებით | | | |დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: ბულინის კვანძი დაზღვეულია და შეკრულია საყრდენ წერტილზე. |
|5.2 |თოკის ბოლოზე „რვიანი” კვანძის შეკვრა |10 |13 |17 |მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: „რვიანი” კვანძი შეკრულია თოკის ბოლოზე. |
|5.3 |ერთნაირი დიამეტრის თოკების გადაბმა ორმაგი |16 |19 |23 |მეხანძრე-მაშველი დგას ორი ერთნაირი დიამეტრის გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ |
| |მეთევზის კვანძის გამოყენებით | | | |დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: ორმაგი მეთევზის კვანძი შეკრულია. |
|5.4 |სხვადასხვა დიამეტრის თოკების გადაბმა |28 |31 |35 |მეხანძრე-მაშველი დგას ორი სხვადასხვა დიამეტრის გაშლილი და დალაგებული თოკიდან 1 მ |
| |შემხვედრი „რვიანი” კვანძის გამოყენებით | | | |დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: შემხვედრი “რვიანი” კვანძი შეკრულია. |
|5.5 |„უზანგი” კვანძის გამოყენება კარაბინზე |5 |7 |9 |მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული თოკიდან და კარაბინიდან 1 მ დაშორებით. |
| |ჩაბნევით | | | |ამოცანის დასრულება: „უზანგი” კვანძი ჩაბნეულია კარაბინზე. |
|5.6 |„იტალიური” კვანძის გამოყენება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას ფანჯარასთან მორგებული ალპინისტური აღჭურვილობით თოკიდან და |
| | |(არაუმეტეს 50) |ხელსაწყოებიდან 1 მ დაშორებით სასწავლო კოშკის მესამე სართულზე. |
| | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მიწაზე. |
|5.7 |„პრუსიკი” კვანძის თოკზე შეკვრა |12 |15 |19 |მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილი, დალაგებული და მცირე დიამეტრის თოკებიდან 1 მ |
| | | | | |დაშორებით. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: “პრუსიკი” კვანძი შეკრულია თოკზე. |
|5.8 |სამაშველო თოკის ახვევა და მარკირება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას გაშლილ, დალაგებულ თოკთან და მისი ერთი ბოლო უკავია ხელში. |
| |(ერთ-ერთი მეთოდი) | |ამოცანის დასრულება: თოკი ახვეულია და მარკირებული. |
| |50 მ |არა უმეტეს 125 | |
| |100 მ |არა უმეტეს 305 | |
|5.9 |მაშველის უსაფრთხოების ღვედის (ერთ-ერთი |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას უსაფრთხოების ღვედიდან 1 მ დაშორებით. |
| |ტიპის) მორგება |(არა უმეტეს 180) |ამოცანის დასრულება: უსაფრთხოების ღვედი მორგებულია. |
|5.10 |მაშველის უსაფრთხოების ღვედზე პირადი |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას მორგებული უსაფრთხოების ღვედით დამხმარე თოკიდან, კარაბინებიდან |
| |დაზღვევის შექმნა (ერთ-ერთი ვარიანტი) |(არა უმეტეს 120) |და მცირე თოკიდან 1 მ დაშორებით. |
| | | |ამოცანის დასრულება: პირადი დაზღვევა შექმნილია, ჩაბმულია უსაფრთხოების ღვედში, |
| | | |კარაბინები შეკრულია. |
|5.11 |ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებით თოკზე|სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას სასწავლო კოშკთან მორგებული ალპინისტური აღჭურვილობით თოკიდან 1 |
| |ასვლა (ერთ-ერთი ვარიანტი) |(არა უმეტეს 180) |მ დაშორებით. |
| | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი შეეხო სასწავლო კოშკის მესამე სართულის იატაკს. |
|5.12 |ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებით თოკზე|სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას სასწავლო კოშკის მესამე სართულის ფანჯარასთან მორგებული |
| |დაშვება (ერთ-ერთი ვარიანტი) | |ალპინისტური აღჭურვილობით თოკიდან და ხელსაწყოებიდან 1 მ დაშორებით. |
| | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი შეეხო მიწას ორივე ფეხით. |
| |„რვიანი“ |არა უმეტეს 60 | |
| |„დესანდიორი“ |არა უმეტეს 90 | |
|5.13 |სამაშველო სამკუთხედის გამოყენება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას სამაშველო სამკუთხედიდან, კარაბინიდან და დაზარალებულიდან 1 მ |
| | |(არა უმეტეს 90) |დაშორებით. |
| | | |ამოცანის დასრულება: სამაშველო სამკუთხედი მორგებულია დაზარალებულზე, კარაბინი |
| | | |შეკრულია. |
|5.14 |სამაშველო საკაცის მომზადება (ერთ-ერთი |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას დაშლილი, დალაგებული საკაციდან, დამხმარე თოკებიდან და |
| |ვარიანტი) |(არა უმეტეს 180) |კარაბინებიდან 1 მ დაშორებით. |
| | | |ამოცანის დასრულება: საკაცე აწყობილია, დაზღვეულია, მზად არის სისტემაში ჩასაბმელად. |
| |
|6. წყალზე სამაშველო მოქმედებები |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმა| |
| | | | |ყოფილებ| |
| | | | |ელი | |
|6.1 |სამაშველო რგოლის გამოყენება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას სამაშველო რგოლიდან 1 მ დაშორებით. |
| | |(არა უმეტეს 20) |ამოცანის დასრულება: რგოლი არის დაზარალებულთან. |
|6.2 |წყლის თოკის და სასროლი ჩანთის გამოყენება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას ჩანთიდან და ამოლაგებული თოკიდან 1 მ დაშორებით. |
| | |(არა უმეტეს 120) |ამოცანის დასრულება: თოკი არის დაზარალებულთან. |
|6.3 |წყლის ჟილეტის (ერთ-ერთი ტიპი) გამოყენება |სისწორეზე |მეხანძრე-მაშველი დგას წყლის ჟილეტიდან 1 მ დაშორებით. |
| | |(არა უმეტეს 150) |ამოცანის დასრულება: ჟილეტი მორგებულია მეხანძრე-მაშველზე. |
|6.4 |ნავის მომზადება (ერთ-ერთი ტიპის) ჯგუფური, 5|სისწორეზე |მეხანძრე-მაშველები დგანან დაშლილი ნავიდან 1 მ დაშორებით. |
| |მეხანძრე-მაშველის მონაწილეობით | |ამოცანის დასრულება: ნავი არის გამართული. |
| |
|7. მოქმედებები სახანძრო კიბეებით |
|№ |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |მიხედვით, წამი | |
| | |ფრიადი |კარგი|დამაკმა| |
| | | | |ყოფილებ| |
| | | | |ელი | |
|7.1 |სტაციონარული კიბით მოცემულ სიმაღლეზე ასვლა: |მეხანძრე-მაშველი დგას სტაციონარულ კიბესთან, ორივე ხელით ეხება კიბის ჩანებს, მარჯვენა|
| | |(მარცხენა) ფეხი დადგმული აქვს კიბის პირველ საფეხურზე. |
| | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი დგას ორივე ფეხით მოცემულ სიმაღლეზე, |
| | |მიმაგრებულია კარაბინით კიბის საფეხურზე. |
| | |შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით. |
| | |შენიშვნა: თუ სტაციონარული კიბე მიწას არ სწვდება, მას მიედგმება ჯოხ-კიბე, ნორმატივის |
| | |შესრულების დრო იზრდება 5 წამით. |
| |8 მ |8 |10 |12 | |
| |12 მ |12 |14 |16 | |
| |16 მ |17 |20 |23 | |
| |20 მ |24 |28 |32 | |
|7.2 |მშრალი სახელოს ხაზზე შეერთებული „ბ” ლულით სტაციონარულ კიბეზე ასვლა: |1. მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. სახელოს ხაზი დაშლილია და დევს მის |
| | |ფეხებთან, შემაერთებელი თავაკები შეერთებულია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით |
| | |გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ. |
| | |2. ასვლისას სახელოს ხაზი ლულით გადაკიდებულია მარცხენა მხარზე, სახელოს ხაზი მოქცეულია|
| | |ფეხებს შორის. ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით დგას მოცემულ |
| | |სიმაღლეზე, კარაბინით მიმაგრებულია კიბის საფეხურზე, სახელოს ხაზი დამაგრებულია |
| | |საკავით. |
| | |შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით. |
| | |შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით. |
| |8 მ |15 |17 |19 | |
| |12 მ |22 |25 |28 | |
| |16 მ |30 |34 |38 | |
| |20 მ |39 |44 |49 | |
|7.3 |ავტოკიბეზე ასვლა, რომელიც გაშლილია: |ავტოკიბე დგას და გაშლილია მოცემულ სიმაღლეზე 700 დახრის კუთხით, მეხანძრე-მაშველი დგას|
| | |კიბის ასასვლელთან. |
| | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით |
| | |დაფიქსირდა კიბის ბოლოსწინა საფეხურზე. |
| | |შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით. |
| | |შენიშვნა: ჯოხ-კიბის გამოყენებისას დრო იზრდება 5 წამით. |
| |15 მ |13 |15 |17 | |
| |20 მ |21 |24 |27 | |
| |25 მ |27 |30 |33 | |
| |30 მ |32 |36 |40 | |
| |35 მ |38 |43 |48 | |
| |40 მ |45 |50 |55 | |
| |45 მ |54 |60 |66 | |
| |50 მ |63 |70 |77 | |
|7.4 |მშრალი სახელოს ხაზზე მიმაგრებული “ბ” ლულით ავტოკიბეზე ასვლა მოცემულ |მეხანძრე-მაშველი დგას კიბის ასასვლელთან. სახელოს ხაზი დაშლილია და დევს მის ფეხებთან,|
| |სიმაღლეზე: |შემაერთებელი თავაკები შეერთებულია, ხაზის ერთი ბოლო მიერთებული ლულით გადაკიდებულია |
| | |მარცხენა მხარზე, ლულით ზურგისკენ. |
| | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველმა მიაღწია მოცემულ სიმაღლეს და კარაბინით |
| | |დაფიქსირდა კიბის ბოლოსწინა საფეხურზე. |
| | |შედეგი ფიქსირდება კარაბინის დამაგრების მომენტის მიხედვით. |
| |15 მ |17 |19 |21 | |
| |20 მ |24 |27 |30 | |
| |25 მ |32 |36 |40 | |
| |30 მ |42 |47 |52 | |
|7.5 |საიერიშო კიბის გადატანა და ჩამოკიდება |7 |8 |9 |კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32 მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). |
| | | | | |მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ |
| | | | | |ეხება სასტარტო ზოლს. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე კაკვის |
| | | | | |მთელ სიგრძეზე. |
| | | | | |შედეგი ფიქსირდება რაფის ზედაპირთან კაკვის შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.6 |ჩამოკიდებული საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის |20 |22 |24 |კიბე ჩამოკიდებულია სასწავლო კოშკის მე-2 სართულის რაფაზე. მეხანძრე-მაშველი მარცხენა |
| |მე-4 სართულზე ასვლა | | | |ფეხით დგას პირველ საფეხურზე, ორივე ხელი უკავია ჩანზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის|
| | | | | |იატაკს. |
| | | | | |შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.7 |საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე |28 |32 |36 |1. კიბე მე-7 საფეხურით ეხება სასტარტო ზოლს (32 მ 25 სმ მანძილზე სასწავლო კოშკიდან). |
| |ასვლა | | | |მეხანძრე-მაშველი დგას სასტარტო ზოლთან მოხერხებულ პოზიციაში, ხელებით და ფეხებით არ |
| | | | | |ეხება სასტარტო ზოლს. |
| | | | | |2. კიბე დაკიდებულია სასწავლო კოშკის მე-4 სართულის ფანჯარაზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე-მაშველი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-4 სართულის|
| | | | | |იატაკს. |
| | | | | |შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.8 |მიდგმული გასაშლელი კიბით სასწავლო კოშკის მე-3|8 |10 |12 |გასაშლელი კიბე დამაგრებულია მე-7 საფეხურზე, პირველი ნომერი დგას კიბესთან, ხელი |
| |სართულის ფანჯარაში ასვლა | | | |უკავია ჩანზე, მარცხენა ფეხი პირველ (მეორე) საფეხურზეა. მეორე ნომერი დგას კედელსა და |
| | | | | |კიბეს შორის, იჭერს კიბეს. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის |
| | | | | |იატაკს. |
| | | | | |შედეგი ფიქსირდება ორივე ფეხით იატაკთან შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.9 |გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 |სისწორეზე |1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მ დაშორებული |
| |სართულის ფანჯარაზე ავტომობილის გამოყენებით | |ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა |
| | | |მოხსნილია. |
| | | |2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან. |
| | | |ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე მოხსნილია, გადატანილი, დადგმული და დამაგრებულია |
| | | |მეშვიდე საფეხურზე. პირველი ნომერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯში, სახით კიბისკენ, |
| | | |მეორე ნომერი - კიბესა და კედელს შორის. კიბის ჩანი მოთავსებულია სასწავლო კოშკის მე-3 |
| | | |სართულის ფანჯარაში, მეორე ნომერი იკავებს კიბეს პირველი მუხლის არამუშა ზედაპირის |
| | | |ჩანით და აბჯენს მას კოშკს, პირველი ნომერი აკავებს კიბეს ჩანის არამუშა ზედაპირით. |
| | | |შედეგი ფიქსირდება რაფაზე კიბის ჩანის შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.10 |გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 |15 |18 |21 |1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დევს სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებულ სასტარტო |
| |სართულის ფანჯარაზე ავტომობილის გამოყენების | | | |ზოლზე. |
| |გარეშე | | | |2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება სასტარტო ზოლს უკან, კიბესთან. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: გასაშლელი კიბე გადატანილია, დადგმულია და დამაგრებულია მე-7 |
| | | | | |საფეხურზე. პირველი ნომერი დგას კიბიდან ნახევარ ნაბიჯზე, სახით კიბისკენ, მეორე |
| | | | | |ნომერი - კიბესა და კედელს შორის. კიბის ჩანი მოთავსებულია სასწავლო კოშკის მე-3 |
| | | | | |სართულის ფანჯარაზე. მეორე ნომერი აკავებს კიბეს პირველი მუხლის არამუშა ზედაპირის |
| | | | | |ჩანით და აბჯენს მას კოშკს, პირველი ნომერი აკავებს კიბეს ჩანის არამუშა ზედაპირით. |
|7.11 |გასაშლელი კიბის მიდგმა სასწავლო კოშკის მე-3 |26 |30 |34 |1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული |
| |სართულის ფანჯარაზე და ასვლა | | | |ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა |
| | | | | |მოხსნილია. |
| | | | | |2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის |
| | | | | |იატაკს. |
| | | | | |შედეგი ფიქსირდება იატაკთან მეორე ფეხით შეხების მომენტის მიხედვით. |
|7.12 |გასაშლელი კიბის მიდგმა და ასვლა სასწავლო |სისწორეზე |1. გასაშლელი კიბე დაკეცილია და დამაგრებულია სასწავლო კოშკიდან 30 მეტრით დაშორებული |
| |კოშკის მე-3 სართულის ფანჯარაზე ავტომობილის | |ავტომობილის სახურავზე (უკანა თვლების ღერძი ემთხვევა 30 მ ნიშნულს). სახელოს კოჭა |
| |გამოყენებით | |მოხსნილია. |
| | | |2. ორი მეხანძრე-მაშველი იმყოფება ავტომობილის უკანა თვალთან სასტარტო ზოლს უკან. |
| | | |ამოცანის დასრულება: პირველი ნომერი ორივე ფეხით ეხება სასწავლო კოშკის მე-3 სართულის |
| | | |იატაკს |
| | | |შედეგი ფიქსირდება იატაკთან ორივე ფეხით შეხების მომენტის მიხედვით. |
| |
|100-მეტრიანი ზოლის დაბრკოლებებით დაძლევა |
|შეფასება დროის მიხედვით, წამი |ნორმატივის შესრულების პირობები |
|ფრიადი |კარგი |დამაკმაყოფილებელი | |
|25 |28 |31 |მეხანძრე-მაშველი ლულით ხელში დგას სასტარტო ზოლთან (ლულის მდგომარეობა ნებისმიერია). |
| | | |ამოცანის დასრულება: დაბრკოლებები გადალახულია, დისტანცია დასრულებულია; ლულა |
| | | |მიერთებულია სახელოს ხაზთან, სახელოები შეერთებულია და მიერთებულია განშტოებაზე. |
8. ტუმბო–სახელოების სისტემების გაშლა
|N |სახელოების რაოდენობა (n), |გათვლა,|შეფასება დროის მიხედვით, წამი |გაშლის სქემა და |
| |დიამეტრით (d) |მეხანძრ| |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |ე–მაშვე| | |
| | |ლი | | |
| |nმ/dმ |n1/d1 |
| |აც-40 (130) 63ბ | |26(40) |29(43) |32(46) | |
| | | | | | | |
| | | | | | | |
| | |2 | | | | |
| |ევროპული მარკის ავტოცისტერნა | |32(36) |35(39) |38(42) | |
|9.2 |პირველადი დახმარების ავტოცისტერნის დაყენება სახანძრო ჰიდრანტზე |ავტომობილი დგას ჰიდრანტთან. |
| | |ამოცანის დასრულება: სვეტი ბოლომდე არის ჩახრახნილი ჰიდრანტის დგარზე, |
| | |შემწოვი სახელოები მიერთებულია. |
| | |ფრჩხილებში მითითებულია დრო სადაწნეო მილყელიდან წყლის გაშვების |
| | |გათვალისწინებით. |
| |_ |_ |
| |აც-40 (130) 63ბ |2 |39(75) |45(82) |52(88) | |
| |ავტოცისტერნა კამაზის შასიზე | |56(92) |62(99) |69(105) | |
| |ევროპული მარკის ავტოცისტერნა | |47(83) |53(90) |60(96) | |
|9.4 |ავტოცისტერნის დაყენება წყალსაცავზე |ავტოცისტერნა (ტუმბო–სახელოს ავტომობილი) დგას წყალსაცავთან, |
| | |დაკომპლექტებულია შემწოვი სახელოებით (4 შემწოვი სახელოთი, თითოეული 2 |
| | |მეტრამდე). |
| | |ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი|
| | |დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ |
| | |სახელოზე. |
| | |ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით. |
| | | |
| | |[pic] |
| |აც-40 (130) 63ბ |2 |72(110) |80(121) |88(132) | |
| |ავტოცისტერნა კამაზის შასიზე | |99(137) |107(149) |123(160) | |
| |ევროპული მარკის ავტოცისტერნა | |79(116) |88(128) |93(140) | |
|9.5 |სახანძრო–სატუმბი სადგურის დაყენება წყალსაცავზე |სახანძრო სატუმბი სადგური დგას წყალსაცავთან. |
| | |ამოცანის დასრულება: შემწოვი სახელოს ხაზი აწყობილია, შემწოვი ბადის თოკი|
| | |დაშლილია, თოკის თავისუფალი ბოლო მიმაგრებულია კონსტრუქციაზე ან შემწოვ |
| | |სახელოზე. |
| | |ფრჩხილებში მითითებულია დრო წყლის გაშვების გათვალისწინებით. |
| | | |
| | |[pic] |
| |_ |_ |
| | | |
| | | |
| |აც-40 (130) 63ბ |2 |11(17) |12(19) |13(21) | |
| |_ |2/51 |_ | | | |
| |_ |2/51 |
| |3/77 |2/51 |
| |3/77 |2/51 |
| |3/77 |2/51 |
| | |-66 |
| |3/77 |2/51 |
| | |-66 |
| |5/77 |_ |
| |_ |_ |
| |
|N |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის მიხედვით, |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმაყ| |
| | | | |ოფილებელ| |
| | | | |ი | |
|10.1 |დისკოიანი ან ჯაჭვიანი ხერხის სამუშაოდ |18 |19 |20 |ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| |მომზადება | | | |ამოცანის დასრულება: ხერხი მოხსნილია და აწყობილია. |
|10.2 |ელექტროკვამლსაწოვის დაყენება, საკაბელო ხაზის 60 მ–ზე გაშლით და |1. ნორმატივს ასრულებს გათვლა ექვსი მეხანძრე–მაშველის შემადგენლობით. |
| |დენგამანაწილებელი ყუთის მოწყობით |2. კვამლსაწოვი დაყენებულია, საკაბელო ხაზები მიერთებულია კვამლსაწოვთან, |
| | |ავტომობილის გამანაწილებელ ფართან, დენგამანაწილებელ ყუთთან. |
| | |შენიშვნა: საკაბელო ხაზის დაგრძელებასთან ერთად კაბელის ყოველ 2 მ–ზე იზრდება |
| | |დროითი მაჩვენებელი 1 წმ–ით. |
| |თითო–თითო ხისტი და რბილი სახელო |100 |110 |120 | |
| |2–2 ხისტი და რბილი სახელო |130 |150 |170 | |
|10.3 |18 მმ ფოლადის არმატურის გადაჭრა ელექტროსაჭრელი ხელსაწყოთი |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი |
| | |2. ხელსაწყო განთავსებულია მოედანზე არმატურის გადაჭრის ადგილიდან 6 მ დაშორებით |
| | |ამოცანის დასრულება: არმატურა გადაჭრილია |
| |BOSCH 2500 W |50 |55 |60 | |
|10.4 |რკინა–ბეტონის კონსტრუქციებში არსებული არმატურის გადაჭრა |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| |ელექტროსაჭრელი ხელსაწყოთი |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ და მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| | |ამოცანის დასრულება: არმატურა გადაჭრილია. |
| |BOSCH 2500 W 14 მმ არმატურის ხუთჯერ |95 |105 |120 | |
| |გადაჭრა | | | | |
| |150 მმ მილის გადაჭრა |550 |600 |720 |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| | | | | |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ და მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მილი გადაჭრილია. |
|10.5 |ჰიდრავლიკური ხელსაწყოს აწყობა |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. სახაზო მილები შეერთებულია მოტოპომპაზე და ჰიდრავლიკურ ხელსაწყოზე. |
| | |ამოცანის დასრულება: ძრავა და ჰიდრავლიკური ხელსაწყოები მოქმედებაშია მოყვანილი. |
| |ორტუმბოიანი ჰიდრავლიკური ხელსაწყო |სისწორეზე | |
| |„ლუკასის” სამუშაოდ მომზადება და | | |
| |თანმიმდევრობით აწყობა | | |
| |სამტუმბოიანი ჰიდრავლიკური ხელსაწყო | | |
| |„ლუკასის” სამუშაოდ მომზადება და | | |
| |თანმიმდევრობით აწყობა | | |
|10.6 |HIT-32 მექანიკური ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება |1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. ჯალამბარი დაფიქსირებულია საყრდენი წერტილიდან 5 მ მანძილზე, ლითონის ბაგირი |
| | |გაშლილია 20 მ და მოთავსებულია ჯალამბარში, ბაგირი ჩაბმულია ტვირთზე. |
| | |ამოცანის დასრულება: სახელოები მოქმედებაშია მოყვანილი. |
| |მექანიკური ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება |240 |260 |280 | |
|10.7 |HIT-Trac 16 ძრავიანი ჯალამბრის სამუშაოდ მომზადება |1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. ლითონის ბაგირი გაშლილია 20 მ და მოთავსებულია ჯალამბრის დოლებში, ბაგირი |
| | |ჩაბმულია ტვირთზე ამოცანის დასრულება: ძრავა მოქმედებაშია მოყვანილი. |
| |ჯალამბრის დაფიქსირება და სამუშაოდ |170 |180 |190 | |
| |მომზადება | | | | |
|10.8 |ტვირთის ასაწევი ჰაერის ბალიშების (ZUMRO) აწყობა |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. ორი ტვირთის ასაწევი ბალიში დაწნეხილია ჰაერით სტაბილურ წნევამდე (4 ატმ). |
| | |მანძილი პულტსა და ბალიშებს შორის 10 მ. |
| | |ამოცანის დასრულება: ხელსაწყო აწყობილია. |
| |ტვირთის ასაწევი ბალიშების სრული აწყობა |200 |210 |220 | |
|10.9 |განათების სისტემა TEKILE |1. ნორმატივს ასრულებს ორი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. განათების სისტემა აწყობილია თანმიმდევრობით. მანძილი გენერატორსა და განათების|
| | |სისტემას შორის 20 მ. |
| | |ამოცანის დასრულება: განათების სისტემა მიერთებულია გენერატორზე, ელექტროწყარო |
| | |ჩართულია. |
| |განათების სისტემის აწყობა |140 |150 |160 | |
|10.10 |ბეტონის საბურღი და სანგრევი ელექტროხელსაწყო (HILTI TE-15) |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| | |ამოცანის დასრულება: ბეტონის ფილა გახვრეტილია ჰორიზონტალურად. |
| |15 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა 18 მმ ბურღით|210 |240 |250 | |
| |(700 ბრ/წთ) | | | | |
|10.11 |ბეტონის საბურღი და სანგრევი ელექტროხელსაწყო |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| | |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| | |ამოცანის დასრულება: ბეტონის ფილა გახვრეტილია ჰორიზონტალურად. |
| |BOSCH-1300W 20 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა |155 |165 |180 | |
| |28 მმ ბურღით | | | | |
| |HILTI TE-76 20 სმ ბეტონის ფილის გახვრეტა |180 |200 |230 | |
| |28 მმ ბურღით | | | | |
| |BOSCH-1300W 20 სმ ბეტონის გადახურვის |390 |405 |420 |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| |ფილის პირველი შრის 300 მმ x 300 მმ | | | |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| |დანგრევა | | | |ამოცანის დასრულება: გადახურვის ფილის პირველი შრე დამტვრეულია ვერტიკალური |
| | | | | |მიმართულებით. |
| |BOSCH-1300W 20 სმ ბეტონის გადახურვის |700 |720 |740 |1. ნორმატივს ასრულებს ერთი მეხანძრე–მაშველი. |
| |ფილის პირველი შრის 300 მმ x 300 მმ | | | |2. ინსტრუმენტი მომზადებულია სამუშაოდ, მიერთებულია ელექტროწყაროზე. |
| |გამჭოლი ნგრევა | | | |ამოცანის დასრულება: გადახურვის ფილა დამტვრეულია გამჭოლად ვერტიკალური |
| | | | | |მიმართულებით. |
| |
|შენიშვნა: თუ სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში იქნება „ნორმატივის სახეობის“ გრაფაში მითითებული განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე |
|საავარიო-სამაშველო ოპერაციებში გამოსაყენებელი ძრავიანი და მექანიკური ხელსაწყოები, ამ შემთხვევაში „ნორმატივების შესრულების პირობის“ გრაფის შინაარსის |
|ფორმირებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირი დანაყოფში არსებული საავარიო-სამაშველო ოპერაციებში გამოსაყენებელი |
|ხელსაწყოების ტიპის, ექსპლუატაციის ინსტრუქციის, მოქმედების პრინციპების გათვალისწინებით. |
| |
| |
|ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გაშლა |
|N |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის მიხედვით, |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმაყ| |
| | | | |ოფილებელ| |
| | | | |ი | |
|11.1 |პირობითი ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო |15 |20 |25 |პირობითი ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო ონკანიდან 20 მ მანძილზე. სახანძრო |
| |ონკანიდან | | | |ინვენტარი დამაგრებულია ადგილებზე, სახანძრო არმატურა მიერთებულია, სახანძრო |
| | | | | |ონკანის კარები მიხურულია, მაგრამ არ არის ჩაკეტილი. მეხანძრე-მაშველი დგას |
| | | | | |სახანძრო ონკანიდან 20 მ მანძილზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: სახელოს ხაზი გაყვანილია ხანძრის კერის მიმართულებით, |
| | | | | |პირობითი ხანძრის კერა განისაზღვრება ხელმძღვანელის მიერ |
|11.2 |ხანძრის კერის ლიკვიდაცია ქეჩის |25 |30 |35 |ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 100 მ მანძილზე. სახანძრო ინვენტარი |
| |გამოყენებით | | | |დამაგრებულია ადგილებზე. მეხანძრე-მაშველი დგას სახანძრო სტენდიდან არანაკლებ 1 მ|
| | | | | |მანძილზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის კერა: არანაკლებ 10 ლ |
| | | | | |ტევადობის, 300 მმ დიამეტრის ჭურჭელი ნებისმიერი წვადი ნარევით. წვად ნარევს |
| | | | | |უკიდებენ ცეცხლს ვარჯიშის შესრულებაზე ბრძანების გაცემის მომენტში. |
|11.3 |ხანძრის კერის ლიკვიდაცია ცეცხლმაქრის |25 |30 |35 |ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 100 მ მანძილზე, რომელზეც |
| |გამოყენებით | | | |დამაგრებულია სამი ტიპის ცეცხლმაქრი. მეხანძრე-მაშველი დგას სახანძრო სტენდიდან |
| | | | | |არანაკლებ 1 მ მანძილზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის კერა: 150x100x20 სმ ფოლადის|
| | | | | |ჭურჭელი წვადი ნარევით (30 ლ წყალი, 2 ლ ნავთი, 0,25 ლ ბენზინი). წვად ნარევს |
| | | | | |უკიდებენ ცეცხლს ვარჯიშის შესრულებაზე ბრძანების გაცემის მომენტში. |
|11.4 |ხანძრის კერის ჩაქრობა წყლით, სახანძრო |40 |45 |50 |ხანძრის კერა დაშორებულია სახანძრო სტენდიდან 50 მ მანძილზე. წყლიანი კასრი დგას |
| |კასრიდან ან წყალსატევიდან სახანძრო სათლის| | | |სტენდთან (წყალსატევიდან წყლის აღებისას – სახანძრო სტენდს დგამენ წყალსატევთან). |
| |გამოყენებით | | | |სახანძრო ინვენტარი დამაგრებულია თავის ადგილებზე. მეხანძრე–მაშველი დგას სახანძრო|
| | | | | |ფარიდან 50 მ მანძილზე. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: ხანძარი ლიკვიდირებულია. |
| | | | | |ხანძრის კერა: შტაბელად შეკრული 12 ხის ძელაკი (სიგრძე 500 მმ, კვეთა 40x40 მმ). |
| |
| |
| |
|პირველადი სამედიცინო დახმარება |
|N |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის მიხედვით, |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმაყ| |
| | | | |ოფილებელ| |
| | | | |ი | |
|12.1 |ინდივიდუალური შესახვევი პაკეტის გაშლა |20 |22 |24 |მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში, პაკეტით ხელში. ბრძანების |
| | | | | |გაცემის შემდეგ შლის პაკეტს და ამზადებს მას პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. |
| | | | | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | | | | |გაშლილი პაკეტის მთლიანობა ან სტერილობა დარღვეულია (მიწაზე ვარდნა, ტანსაცმელზე |
| | | | | |შეხება და სხვ.). |
|12.2 |პირველადი ნახვევის დადება: |დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში |
| | |დაზარალებულთან (ჭრილობის „გაშიშვლებაზე” დახარჯული დრო არ ფიქსირდება). შესახვევი|
| | |მასალები და პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალური საშუალებები (ლახტი, |
| | |ბინტი) მეხანძრე მაშველს უკავია ხელში ან დევს მასთან ახლოს. ნახვევის დადების |
| | |დროის ათვლა იწყება შესახვევი მასალის გახსნის მომენტიდან ნახვევის დაფიქსირებამდე|
| | |(ქინძისთავით ან ბინტის ბოლოებით). |
| | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | |1. ნახვევი დადებულია არამჭიდროდ ან იკეთებს ნაკეცებს. |
| | |2. ნახვევი არ არის დაფიქსირებული ან დაფიქსირებულია კვანძით ჭრილობაზე. |
| |მარჯვენა (მარცხენა) თვალზე |85 |95 |105 | |
| |მარჯვენა (მარცხენა) ყურზე |60 |75 |90 | |
| |იდაყვის (მუხლის) სახსარზე |70 |80 |90 | |
| |მხრის სახსარზე |75 |80 |90 | |
| |“რვიანისებრი” – გულმკერდზე (ერთი |130 |140 |150 | |
| |ინდივიდუალური პაკეტით და ბინტით) | | | | |
| |წვივ–ტერფის სახსარზე |65 |70 |75 | |
|12.3 |სისხლდენის შესაჩერებელი რეზინის ლახტის |18 |20 |22 |დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში |
| |დადება ბარძაყზე (მხარზე) | | | |დაზარალებულთან ამოცანის დასრულება: ლახტი დადებულია და დაფიქსირებულია მისი |
| | | | | |დადების დრო |
| | | | | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | | | | |1. ლახტი დადებულია შეუსაბამოდ (8–10 სმ–ით ზევით). |
| | | | | |2. ლახტი დადებულია შიშველ სხეულზე საფენის გარეშე, ლახტით კანის დაზიანება. |
| | | | | |3. ლახტზე არ არის აღნიშნული მისი დადების დრო |
| | | | | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | | | | |ლახტის არასწორად დადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლდენა და|
| | | | | |საფრთხე შეუქმნას დაზარალებულის სიცოცხლეს). |
|12.4 |ნაგრეხის დადება სამკუთხედი ქსოვილისა და |30 |35 |40 |დაზარალებული წევს, მეხანძრე–მაშველი იმყოფება მოხერხებულ მდგომარეობაში |
| |სხვა სახელდახელო საშუალებების გამოყენებით| | | |დაზარალებულთან და ხელში უკავია სახელდახელო საშუალება. |
| |ბარძაყზე და მხარზე | | | |ამოცანის დასრულება: ლახტი დადებულია და დაფიქსირებულია მისი დადების დრო. |
| | | | | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | | | | |1. ლახტი დადებულია შეუსაბამოდ (8–10 სმ–ით ზევით). |
| | | | | |2. ლახტი დადებულია შიშველ სხეულზე საფენის. გარეშე, ლახტით კანის დაზიანება. |
| | | | | |3. ლახტზე არ არის აღნიშნული მისი დადების დრო. |
| | | | | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | | | | |ლახტის არასწორად დადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლდენა და|
| | | | | |საფრთხე შეუქმნას დაზარალებულის სიცოცხლეს). |
|12.5 |ზედა კიდურზე ფიქსატორის დადების წესი |90 |100 |110 |იმიტირებული დაზარალებული, რომელსაც აქვს ხელის მოტეხილობა, ზის (წევს) |
| | | | | |მეხანძრე–მაშველის წინ. |
| | | | | |ამოცანის დასრულება: მეხანძრე–მაშველი უსაფრთხოების წესების დაცვით (სათვალის და |
| | | | | |ხელთათმანის მორგების შემდეგ) დაზარალებულს ადებს ფიქსატორს. მიმდინარეობს |
| | | | | |დაზარალებულის მდგომარეობის კონტროლი. |
| |
| |
| |
|ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვა |
|N |ნორმატივის სახეობა |შეფასება დროის მიხედვით, |ნორმატივის შესრულების პირობები |
| | |წამი | |
| | |ფრიადი |კარგი |დამაკმაყ| |
| | | | |ოფილებელ| |
| | | | |ი | |
|13.1 |მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 შემოწმება|მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 შემოწმება, მომზადება |
| |და მომზადება |და ჩაცმის ტექნიკა ბრძანებებზე: |
| | |1. „აპარატის მომზადება” |
| | |ორი მეხანძრე–მაშველი მიდის ავტომობილთან და აპარატის მთლიანი კომპლექტი გადააქვს |
| | |სასწავლო მოედანზე. |
| | |მეხანძრე-მაშველი: |
| | |– ამოწმებს სახის ნიღბის ბალონთან დამაკავშირებელი მაღალი წნევის მილების |
| | |მთლიანობას; |
| | |– ამოწმებს ჰაერის ბალონს, რედუქტორს და ბალონის სალტეებს დაზიანებაზე; |
| | |– ათავსებს ბალონს ქამრებში, აფიქსირებს საზურგეს რედუქტორზე, ამაგრებს ბალონს |
| | |ქამრებით; |
| | |– არგებს ნიღბის ბორტებს ფილტრის ბორტების შესაბამის ჭრილებზე, აწვება ფილტრს და |
| | |აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით 300-ით; |
| | |2. „აპარატის შემოწმება” |
| | |მეხანძრე-მაშველი: |
| | |– ამოწმებს ნიღბის დამჭიმი ქამრების მთლიანობას და ელასტიურობას; |
| | |– ამოწმებს სახის ნიღბის მთლიანობას, ბზარების, ხვრელების და ჭუჭყის არსებობას; |
| | |– ამოწმებს შემშვებ და გამომშვებ სარქველებს ბზარების და დაზიანებების არსებობაზე;|
| | | |
| | |– სისტემის გამართულობის შესამოწმებლად ნელა ხსნის ბალონის სარქველს ბოლომდე, |
| | |რედუქტორის სარქველს აფიქსირებს “OFF” მდგომარეობაში; |
| | |– კეტავს ბალონის სარქველს და ინიშნავს მანომეტრის ჩვენებას; |
| | |– ამოწმებს წნევის ცილინდრს, დაბალი და მაღალი წნევის სარქველს და რეგულატორს; |
| | |– რეგულატორის წითელი სარქველის ჩასაკეტად ატრიალებს მას საათის ისრის |
| | |მიმართულებით; |
| | |– რეგულატორის სარქველი გადააქვს “ON” მდგომარეობაში, რედუქტორის ლურჯ ღილაკზე |
| | |თითის დაჭერით თიშავს სარქველს; |
| | |– შემოწმების შემდეგ რედუქტორის სარქველს აფიქსირებს „OFF” მდგომარეობაში და |
| | |მთლიანად ხურავს ცილინდრის სარქველს; |
| | |– ნიღბის ჰერმეტულობის შესამოწმებლად აფარებს შემწოვი ფილტრის სარქველს ხელის |
| | |მტევანს ისე, რომ შეწყდეს ჰაერის მიწოდება. ახორციელებს შესუნთქვას. ჭარბი წნევის |
| | |შენარჩუნების შემთხვევაში ნიღაბი ვარგისია მოხმარებისთვის. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | ინდივიდუალური ნორმატივი |180 |240 |300 | |
|13.2 |მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის Drager Man RSS-90 ჩაცმა |მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატის (Drager Man RSS-90) ჩაცმა. |
| | |მეხანძრე–მაშველი: |
| | |– აფართოებს ქამრებს წელზე და მხრებზე, ირგებს მოწყობილობას მხრებზე და იკრავს |
| | |წელის და მხრის ქამრებს; |
| | |– რწმუნდება, რომ რედუქტორის მექანიზმი არის „OFF” მდგომარეობაში; |
| | |– ნელა ხსნის ბალონის სარქველს ბოლომდე და ამოწმებს წნევის მანომეტრს სამხრეზე; |
| | |– ხსნის რეგულატორის წითელ სარქველს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით; |
| | |– ხსნის ცილინდრის სარქველს; |
| | |– ნიღბის გაკეთებისას შლის ნიღბის თავის სამაგრ ქამრებს ბოლომდე, ჭიმავს ნიღაბს |
| | |ორივე ხელით და ყოფს ნიკაპს მის ბუდეში. თანაბრად ჭიმავს სწორი ჭიმით უკან ჯერ |
| | |ქვედა (კისრის) ქამრებს, შემდეგ კი გვერდითა ქამრებს. არეგულირებს ზედა შუბლის |
| | |ქამარს უკეთესი მხედველობისათვის; |
| | |– ამოწმებს აირწინაღის სრულ ჰერმეტულობას (ღრმა ჩასუნთქვის პრინციპის გამოყენებით |
| | |მორგებული აირწინაღით) დროის ათვლა ხდება ბრძანების გაცემის მომენტიდან მზადყოფნის|
| | |შესახებ მოხსენების ჩაბარებამდე. |
| | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | |1. იზოლირებული შეკუმშული ჰაერის აპარატის არასწორი აწყობა. |
| | |2. სახის ნიღბის ბალონთან დამაკავშირებელი რედუქტორის არასწორი შეერთება (საკეტი |
| | |არ არის ჩაკეტილი). |
| | |3. ნიღბის და ბალონის ქამრების არასწორი განლაგება (გადაგრეხვა) და არასაკმარისი |
| | |დაჭიმულობა. შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | | |
| | |1. ბალონის მაღალი წნევის მილების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. |
| | |2. აწყობის დროს იზოლირებული შეკუმშული ჰაერის აპარატის დაზიანება. |
| | |3. იზოლირებული სასუნთქი აპარატის კომპლექტის არასწორი აწყობა. |
| | ინდივიდუალური ნორმატივი |240 |300 |360 | |
|13.3 |რესპირატორი (Advantage-1000) |რესპირატორის შემოწმება. |
| | |მეხანძრე–მაშველი ამოწმებს: |
| | |– დამჭიმ ქამრებს ელასტიურობაზე, ზედაპირზე ბზარების და წვრილი ნახვრეტების |
| | |არსებობაზე, სარეგულირებელი შესაკრავების გამართულ მუშაობას; |
| | |– სახის ნიღაბს სისუფთავეზე, ბზარების და დაორთქლვის ნიშნების არსებობასა და |
| | |დეფორმაციაზე; |
| | |– სახის ნიღბის მასალის ელასტიურობას; |
| | |– შემშვებ და გამომშვებ სარქველებს და მათ ბუდეებს; |
| | |– ფილტრების სამაგრებს (დაზიანებების არსებობაზე); რესპირატორის ჰერმეტულობის |
| | |შემოწმება. |
| | |მეხანძრე-მაშველი: |
| | |– აფარებს შემწოვი ფილტრის სარქველს ხელის მტევანს ისე, რომ შეწყდეს ჰაერის |
| | |მიწოდება. ახორციელებს შესუნთქვას, აჩერებს სუნთქვას. წნევის შენარჩუნების |
| | |შემთხვევაში ნიღაბი ვარგისია მოხმარებისთვის, რესპირატორის გაკეთების |
| | |თანმიმდევრობა. |
| | |მეხანძრე-მაშველი: |
| | |– არგებს კარტრიჯის და ნიღბის ბორტებს შესაბამის ჭრილზე და ატრიალებს საათის ისრის|
| | |მიმართულებით; |
| | |– შლის ნიღბის თავის სამაგრ ქამრებს ბოლომდე, იჭერს ნიღაბს ორივე ხელით და ყოფს |
| | |ნიკაპს მის ბუდეში. თანაბრად ჭიმავს სწორი ჭიმით უკან ჯერ ქვედა (კისრის) ქამრებს,|
| | |შემდეგ კი გვერდითა ქამრებს. არეგულირებს ზედა შუბლის ქამარს უკეთესი |
| | |მხედველობისათვის. |
| | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | |1. რესპირატორის არასწორი აწყობა. |
| | |2. რესპირატორის ფილტრებთან არასწორი შეერთება (საკეტი არ არის ჩაკეტილი). |
| | |3. ნიღბის ქამრების არასწორი განლაგება (გადაგრეხვა) და არასაკმარისი დაჭიმულობა. |
| | |4. დაბინძურებულ გარემოში გაუმართავი რესპირატორის გამოყენება. |
| | |5. ნიღბის არასწორად მორგება, გადაგრეხილია ნიღბის ქამრები. |
| | |6. ნიღბის არაჰერმეტული მორგება სახეზე. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |1. რესპირატორის ფილტრების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. |
| | |2. აწყობის დროს რესპირატორის ან ფილტრების დაზიანება. |
| | |3. რესპირატორის ჰერმეტულობის არასწორი შემოწმება. |
| | |4. ნიღაბზე წარმოიქმნა ნაკეცები გაკეთების შემდეგ. |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |20 |24 |28 | |
| |ჯგუფური ნორმატივი |20 |25 |30 | |
|13.4 |ქიმიური დაცვის სამოსის შერჩევა |ქიმიური დაცვის სამოსის შერჩევა. სპეციალური კოსტიუმის და აღჭურვილობის ჩაცმა და |
| |A დონის ქიმიური დაცვის სამოსი |გამოყენება. |
| | |ბრძანებაზე „გაზები” სამი მეხანძრე–მაშველი იღებს A დონის ქიმიური დაცვის სამოსს |
| | |ავტომობილიდან და გადააქვს სასწავლო მოედანზე. |
| | |მეხანძრე–მაშველი: |
| | |– ორივე ფეხით დგება სპეციალურ კოსტიუმში, იცვამს სპეციალურ დამცავ წინდებს და |
| | |დამცავ ჩექმებს; |
| | |– იმაგრებს სასუნთქ აპარატს ნიღბის გარეშე; |
| | |– ამოწმებს წნევის ცილინდრს, დაბალი და მაღალი წნევის სარქველს და რეგულატორს; |
| | |– რეგულატორზე განთავსებული წითელი სარქველის ჩასაკეტად ატრიალებს სარქველს საათის|
| | |ისრის მიმართულებით; |
| | |– აწვება რეგულატორის შავ სარქველს; |
| | |– აღებს ცილინდრის სარქველს და ამოწმებს წნევის მანომეტრს სამხრეებზე; |
| | |– სრულად ხურავს ცილინდრის სარქველს; |
| | |– ხსნის რეგულატორის წითელ სარქველს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით; |
| | |– ხსნის ცილინდრის სარქველს და იკეთებს მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატის ნიღაბს; |
| | |– იცვამს ბამბის სპეციალურ ხელთათმანებს; |
| | |– იცვამს მარცხენა და მარჯვენა სახელოს, კაპიუშონს. მეორე მეხანძრე–მაშველი კრავს |
| | |სწრაფჩამკეტს; |
| | |– იცვამს რეზინის ხელთათმანებს (საჭიროების შემთხვევაში); |
| | |– მეორე მეხანძრე–მაშველი სპეციალური თვითმწებით ჰერმეტულად კრავს სწრაფჩამკეტს. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |1. ბალონის მაღალი წნევის მილების არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. |
| | |2. ნიღაბზე ნაკეცების წარმოქმნა. |
| | |3. მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატის კომპლექტის არასწორი აწყობა. |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |სისწორეზე | |
| | |(არა უმეტეს 540) | |
|13.5 |B დონის ქიმიური დაცვის სამოსი |ბრძანებაზე „გაზები” მეხანძრე–მაშველებს გადააქვთ B დონის ქიმიური დაცვის სამოსის |
| | |და რესპირატორის კომპლექტი ავტომობილიდან სასწავლო მოედანზე. |
| | |B დონის ქიმიური დაცვის სამოსის კომპლექტის ჩაცმისას მეხანძრე–მაშველი: |
| | |– ამოწმებს ნიღბის სახის ნაწილის, დამჭიმი ქამრების ელასტიურობას და სიმთელეს; |
| | |– ამოწმებს მინის სათვალეებს და ფილტრებს დაზიანებაზე; |
| | |– ამოწმებს რესპირატორის და ფილტრების ხრახნების ბმას; |
| | |– ამოწმებს სამოსს დაზიანებაზე; |
| | |– შედგამს ორივე ფეხს სამოსში, შემოიცვამს ფეხებზე სპეციალურ დამცავ წინდებს, |
| | |იცვამს მრავალჯერადი გამოყენების რეზინის დამცავ ჩექმებს; |
| | |– იცვამს სამოსის მარცხენა და მარჯვენა სახელოს, შემდეგ ირგებს სამოსის ზედა |
| | |ნაწილს მხრებზე; |
| | |– იკეთებს თხელი რეზინის სპეციალურ ხელთათმანებს – იკრავს სწრაფჩამკეტს ბოლომდე; |
| | |– ირგებს აწყობილ რესპირატორის ნიღაბს და ჭიმავს ქვედა, გვერდითა და ზედა ქამრებს;|
| | | |
| | |– წამოიხურავს სამოსის კაპიუშონს; |
| | |– დამხმარე მეხანძრე–მაშველი თვითმწებით ჰერმეტულად კრავს სახის ნიღაბს, სამოსს |
| | |ხელებსა და ფეხებზე; |
| | |– ამოწმებს ნიღბის ჰერმეტულობას; |
| | |– იცვამს რეზინის სქელ ხელთათმანს. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |1. ფილტრის არასწორი და არასაიმედო შეერთება ნიღაბთან. |
| | |2. ნიღაბზე ნაკეცების წარმოქმნა. |
| | |3. სამოსის დაზიანებების შემოწმების უგულებელყოფა და არასწორი ჩაცმა. |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |სისწორეზე (არა უმეტეს | |
| | |480) | |
|13.6 |ხელის ქიმიური ანალიზატორი - DRAGER CIT |DRAGER CIT ტუმბოს შემოწმება. |
| | |1. სილფონის ტუმბოს ჰერმეტულობაზე სწრაფი შემოწმება: |
| | |– მეხანძრე–მაშველი ათავსებს დაკალულ მილ–ინდიკატორს ტუმბოში და კუმშავს ხელის |
| | |ტუმბოს. |
| | |2. სილფონის ტუმბოს შეწოვის უნარზე სწრაფი შემოწმება. |
| | |მეხანძრე–მაშველი: |
| | |– კუმშავს ტუმბოს მილის მოთავსების გარეშე; |
| | |– ანულებს მრიცხველის ჩვენებას მრიცხველის ზედა კუთხეში განთავსებული დაფარული |
| | |ღილაკით; |
| | |– არჩევს საჭირო მილ–ინდიკატორს; |
| | |– მილის თავებს ჭრის ტუმბოს ქვედა ნაწილში განთავსებული სპეციალური ხელსაწყოს |
| | |გამოყენებით, მიაბჯენს კერამიკულ ბორცვზე და ატრიალებს მინაზე ნაკაწრების |
| | |გამოჩენამდე; |
| | |– ღუნავს ნახევრად გამოღებულ მილ–ინდიკატორს ნაკაწრებში გადატეხვამდე; |
| | |– ხსნის მილ–ინდიკატორის მეორე წვერს; |
| | |– იჭერს ხელის ტუმბოს ისე, რომ ხელსაკიდი აღმოჩნდეს ქვემოდან, საჭრისში შეჰყავს |
| | |მილ–ინდიკატორი და ატრიალებს წვერის მოტეხვამდე, ანალოგიურ მოქმედებას ატარებას |
| | |მეორე წვერის მოსატეხად; |
| | |– გახსნილ მილ–ინდიკატორს ათავსებს ტუმბოში, მილ–ინდიკატორზე დატანილი ისრის |
| | |მიმართულების შესაბამისად. |
| | |3. გაზომვების ჩატარება. |
| | |მეხანძრე–მაშველი: |
| | |– ამოწმებს რამდენი ჩაბერვა შეესაბამება მილ–ინდიკატორს, აჭერს ტუმბოს ცერა და |
| | |საჩვენებელ თითს ისე, რომ დაინახოს ჩაბერვების მრიცხველი და ჩაბერვის დასრულების |
| | |ინდიკატორი; |
| | |– კუმშავს ტუმბოს, ელოდება მის გაშლას, ინდიკატორის გამოჩენისას იმეორებს |
| | |მანიპულაციას, სანამ მრიცხველზე არ გამოჩნდება ინსტრუქციაში მითითებული |
| | |მნიშვნელობა; |
| | |– აფასებს შედეგს ინსტრუქციის მიხედვით; |
| | |– იღებს მილს ბუდიდან და დაუბინძურებელ გარემოში ტუმბავს ტუმბოს; |
| | |– სამუშაოს დამთავრების შემდეგ ტუმბოს ათავსებს ხელჩანთაში. |
| | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | |1. ტუმბოს არასწორი შემოწმება. |
| | |2. მუშაობის დაწყებამდე მრიცხველის ძველი ჩვენების დატოვება. |
| | |3. მილაკების არასწორი შერჩევა. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |1. დაზიანებული ტუმბოთი დაბინძურების ზონაში მუშაობა. |
| | |2. გაუხსნელი მილაკებით მუშაობა. |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |200 |220 |240 | |
|13.7 |MultiRae Plus ქიმიური დაბინძურების აღმომჩენი მექანიზებული ხელსაწყო |MultiRae Plus–ით მუშაობისას მეხანძრე–მაშველი: |
| | |– ხსნის და ამოწმებს გარეთა ფილტრს; |
| | |– ხსნის დამცავ ყვითელი ფერის რეზინის შალითას; |
| | |– ხელით ან რომელიმე მონეტის სახრახნისით უშვებს მეორე ხრახნს, რომელიც ამაგრებს |
| | |კორპუსის მეორე ნაწილს; |
| | |– ხსნის ხუფს, ათავსებს სპეციალურ ნიშაში აკუმულატორს ან ელემენტების ბლოკს და |
| | |აერთებს შესაბამის შემაერთებლებთან; |
| | |– კეტავს კორპუსს, ამაგრებს დამცავ შალითას და ფილტრს; |
| | |– MultiRae Plus–ის ჩასართველად აჭერს ღილაკს „MODE”; |
| | |– ჩართვიდან 30 წმ–ში ახორციელებს ჰაერის ახალ კალიბრაციას ღილაკ “Y”–ზე დაჭერით;|
| | |MultiRae Plus–ის სამუშაო მდგომარეობაში გადასვლისას გამოიცემა მოკლე ხმოვანი |
| | |სიგნალი, ამ დროს ყველა სენსორის მონაცემი (გარდა ჟანგბადისა) ნულდება. |
| | |შეცდომები, რომლებიც შეფასებას აკლებენ 1 ქულას: |
| | |1. აპარატის ჩართვა და მოხმარება ფილტრის შემოწმების გარეშე. |
| | |2. აკუმულატორის არასწორი შეერთება და ნიშაში განთავსება. |
| | |3. აპარატის კალიბრაციამდე დაბინძურების ზონაში შესვლა. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ „არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |1. დაზიანებული ფილტრით დაბინძურებულ ზონაში მუშაობა. |
| | |2. აპარატის დაბინძურებულ ზონაში კალიბრაცია. |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |60 |150 |1200 | |
|13.8 |რადიაციული დეტექტირების პორტატული აპარატის ladlami 22-41 |რადიაციული დეტექტირების პორტატული აპარატის ladlami 22–41 გამოყენებისას |
| |გამოყენება |მეხანძრე–მაშველი: |
| | |– რწმუნდება, რომ ჩამრთველ–გამომრთველი დეტექტორების შემრჩევი გამორთულ |
| | |მდგომარეობაშია; – ხსნის თითებით ელემენტების ჩასაწყობ ყუთს (ხრახნს აბრუნებს |
| | |1/4–ით საათის ისრის მიმართულებით), აწყობს ორ D–ტიპის ელემენტს (პოლარობის |
| | |გათვალისწინებით), ხურავს ყუთს და კეტავს; |
| | |– აპარატს აერთებს დეტექტორთან სპეციალური კაბელით (კაბელის ჩამკეტს აბრუნებს |
| | |1/4–ით საათის ისრის მიმართულებით); |
| | |– დეტექტორის გადამრთველს რთავს შესაბამის დეტექტირების მდგომარეობაში და |
| | |რადიაციის ინტენსივობის მრიცხველის რეჟიმი გადაჰყავს შესაბამის პოზიციაში; |
| | |– აპარატის მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ ატარებს გაზომვებს რადიაციული |
| | |დაბინძურების კერაში. |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავს “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |– აპარატის ჩართვა და კალიბრაცია დაბინძურებულ ზონაში . |
| |ინდივიდუალური ნორმატივი | | |
|13.9 |რადიაციული წყაროების იდენტიფიკატორი |GR–135–ზე მუშაობის დაწყებისას მეხანძრე–მაშველი: |
| |GR-135 |– ხსნის დამცავი რეზინის შალითას; |
| | |– ხსნის ელემენტების კოლოფს, რომელიც განთავსებულია კორპუსის უკანა მხარეს, |
| | |სახელურის ქვეშ (ჩამკეტს აბრუნებს 1/4–ით საათის ისრის მიმართულების |
| | |საწინააღმდეგოდ), პოლარობის გათვალისწინებით ათავსებს ელემენტებს ან აკუმულატორებს|
| | |კოლოფში, აყოლებს ელემენტების ამოსაღებ ლენტს; |
| | |– აფიქსირებს ელემენტებს ფიქსატორით და კეტავს ელემენტების კოლოფს; |
| | |– აერთებს დამტენ სადგურს (DC) დენის წყაროზე (220V) ადაპტორის მეშვეობით; |
| | |– ათავსებს GR–135–ს დამტენ სადგურზე (DC) ავტომატური კალიბრირებისათვის ისე, რომ|
| | |კორპუსის ქვედა ნაწილში არსებული კონტაქტები შეუსაბამოს დამტენი სადგურის |
| | |კონტაქტებს; |
| | |– ხელსაწყოს დასტაბილიზების შემდეგ ტაბლოზე კითხულობს ხელსაწყოს მზადყოფნის |
| | |შესახებ შეტყობინებას („SISTEM READY”); |
| | |– შემოაცვამს GR–135–ს დამცავ რეზინის შალითას. GR–135 მზად არის |
| | |გამოყენებისათვის; |
| | |– GR–135 გადაჰყავს საძიებო რეჟიმიდან იდენტიფიკაციის რეჟიმში სახელურზე არსებული |
| | |ჯოისტიკით (ხანმოკლე ერთწამიანი დაჭერით წინ/უკან); |
| | |– ახორციელებს ჩართვა–გამორთვას იმავე ჯოისტიკით (სამწამიანი დაჭერით წინ/უკან). |
| | |შეცდომები, რომლებიც განსაზღვრავენ “არადამაკმაყოფილებელ” შეფასებას: |
| | |– აპარატის ჩართვა და მოხმარება შემოწმების გარეშე; |
| | |– აკუმულატორის არასწორი შეერთება; |
| | |– დაბინძურებულ ზონაში შესვლა აპარატის კალიბრაციამდე; |
| | |– აპარატის ჩართვა და კალიბრაცია დაბინძურებულ ზონაში . |
| |ინდივიდუალური ნორმატივი |სისწორეზე | |
შენიშვნა: თუ სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში იქნება „ნორმატივის სახეობის“ გრაფაში მითითებული განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატი, რესპირატორი ან ხელის ქიმიური ანალიზატორი, ქიმიური დაბინძურების აღმომჩენი მექანიზებული ხელსაწყო, რადიაციული დეტექტირების პორტატული აპარატი და რადიაციის წყაროების ინდიკატორი, ამ შემთხვევაში „ნორმატივების შესრულების პირობის“ გრაფის შინაარსის ფორმირებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, დანაყოფში არსებული აპარატების და ხელსაწყოების ტიპის, ექსპლუატაციის ინსტრუქციის, მოქმედების პრინციპების გათვალისწინებით.
-----------------------
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]