„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№141/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018776
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №141/ნ

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ, №38, 21/03/2007) დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.“;

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირის სახელი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის/სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის/ქონების/ბუნებრივი რესურსების/სახელმწიფო ინტერესების დაცვა ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ინიციატივის განხილვა სამინისტროს მიერ

1. ამ წესის 41 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიციატივის წარმდგენი თავად საკრებულოა), სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზავნის  სამინისტროში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №141/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018776.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №141/ნ, 25.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018776 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6725407/