“განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1800
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანებაში (სსმ III , 25.08.2006, №133, მუხ. 1552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. დამტკიცდეს თანდართული „ექსპერტობის კანდიდატის სარეგისტრაციო ფორმა“ (დანართი №2)“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ :
ა) პირველი, მე -2 და მე -3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების, მშენებლობის განხორციელების ეტაპების, არსებული შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების სავალდებულო ექსპერტიზა – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული მშენებლობის პროექტების, მშენებლობის განხორციელების ეტაპების, არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მათი ნაწილების ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა და ერთმნიშვნელოვანი დასაბუთებული დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემა;
ბ) ექსპერტის კანდიდატურის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – შემთანხმებელი ორგანო);
გ) მშენებლობის პროექტის ექსპერტი (შემდგომში ექსპერტი) – სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საინჟინრო განათლება, აქვს სპეციალობით საპროექტო ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი და ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობის დაპროექტების ან/და მშენებლობის პროექტების საექსპერტო სამუშაოები ;
დ) მშენებლობის განხორციელების ეტაპების ექსპერტი (შემდგომში – „ექსპერტი”) – სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საინჟინრო განათლება, აქვს სპეციალობით საპროექტო ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და მშენებლობის საზედამხედველო სამუშაოების განხორციელების არანაკლებ 10 წლის სტაჟი და ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების დაპროექტების ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და საზედამხედველო ან/და მშენებლობის განხორციელების ეტაპების სამუშაოები ;
ე) არსებული შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების ტექნიკური მდგომარეობის გამომკვლევი ექსპერტი (შემდგომში – „ექსპერტი”) – სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საინჟინრო განათლება, აქვს სპეციალობით საპროექტო ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი და ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოები.
მუხლი 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტები
ექსპერტიზას ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც განისაზღვრება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით.
მუხლი 3. სამშენებლო საქმიანობის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სახეები და სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების ნაწილები
1. სამშენებლო საქმიანობის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სახეებია:
ა) მშენებლობის პროექტების ნაწილების საექსპერტო შეფასება;
ბ) მშენებლობის წარმოების ეტაპების საექსპერტო შეფასება;
გ) არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მათი ნაწილების საექსპერტო შეფასება .
2. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების ნაწილებია:
ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება;
ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება;
გ) მშენებლობის პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საექსპერტო შეფასება.“
ბ) მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს №2 დანართით განსაზღვრული ექსპერტობის კანდიდატის მიერ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლებიც ორი სამუშაო დღის ვადაში გადაიგზავნება შემთანხმებელ ორგანოში, კერძოდ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) პირადი ინფორმაცია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატები);
დ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ;
ე) დადასტურებული/დამოწმებული ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ობიექტის დასახელების და მისამართის მითითებით;
ვ) ექსპერტობის კანდიდატის დეკლარაცია, მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესახებ.
3. შემთანხმებელი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ცნობების წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში:
ა) იხილავს წარმოდგენილი ექსპერტობის კანდიდატის მონაცემებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს პირველი მუხლის „გ’’, „დ’’, ან „ე’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ატარებს ექსპერტობის კანდიდატთან გასაუბრებას.
4. ექსპერტობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, შემთანხმებელი ორგანო წერილობით ითანხმებს ექსპერტის კანდიდატურას”.
გ) მე-4 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. ყოველი კონკრეტული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის პროექტის, მშენებლობის განხორციელების ეტაპის, არსებული შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების სავალდებულო ექსპერტიზის განსახორციელებლად ექსპერტობის კანდიდატმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.’’
დ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შემთანხმებელი ორგანო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნაწილების ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტთა მონაცემთა ბაზას, მატრიცის შესაბამისი სპეციალობის მიხედვით (მატრიცა – დანართი N №1).’’.
3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნაწილების ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტთა რეგისტრაციის მატრიცა შენობა-ნაგებობათა სახეობების და ექსპერტთა საქმიანობის მიხედვით.’’.
მუხლი 2. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დანართი №2
ექსპერტობის კანდიდატის სარეგისტრაციო ფორმა
| გვარი, სახელი |
| |
| პირადი № |
| |
| საცხოვრებლის მისამართი |
| |
| საკონტაქტო ტელეფონი |
| |
| ელ-ფოსტა |
| |
| საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული ობიექტ ი ს დასახელება და მისამართი |
| |
| საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სახეობა |
| |
| საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების ნაწილები |
| |
| შემთანხმებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტები | ა) პირადობის მოწმობის ასლი; |
|
| ბ) პირადი ინფორმაცია(CV); |
| |
| გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატები); |
| |
| დ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ; |
| |
| ე) დადასტურებული/დ ამოწმებული ინფორმაცია ბოლო5წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ობიექტის დასახელების და მისამართის მითითებით; |
| |
| ვ) ექსპერტობის კანდიდატის დეკლარაცია, მოწოდებული ინფორმაციის სისწორის შესახებ. |
| |
| ხელმოწერა
|
| |
| თარიღი |
| |