„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქარ-თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართვე-ლოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) გასცემს:
ა) ფიზიკური პირებისათვის იარაღის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით:
ა.ა) თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ა.ბ) თავდაცვის სახეობის მოკლეგლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი);
ა.გ) მოკლელულიან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) ფიზიკური პირებისათვის იარაღის შეძენის ნებართვას შენახვისა და ტარების უფლებით:
ბ.ა) სანადირო სახეობის ხრახნილლულიან, გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ბ) თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ბ.გ) სპორტული სახეობის ხრახნილლულიან და გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ნებართვას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და მესაკუთრე იძენს იარაღის შეძენის შესაბამის ნებართვას;
დ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის გადაცემული სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებარ-თვას;
ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;
ვ) ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;
ზ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოში იარაღის შეძენის ნებართვას;
თ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევის არსებობისას უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოში სანადირო და სპორტული იარაღის შემოტანის ნებართვას. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულება) ან მოწვევით;
ი) ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა–დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემთხვევაში სააგენტო ნებართვის სახის მიხედვით ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასა და A, B, C ან D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემას. აღნიშნული კატეგორიების რეგისტრაციის მოწმობების გაცემით დადასტურდება ფიზიკური პირისათვის იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის (იარაღის შენახვის ან/და ტარების) გაცემის ფაქტი.
4. A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
5. B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
6. C კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
7. D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე–ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
2. მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივისაშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ვ) თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
ზ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
თ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ–ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის ფიზიკური პირისათვის გაცემისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ცეცხლსასროლ იარაღზე საკუთრების უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღზე საკუთრების უფლების გადაცემისას უფლების გადამცემმა და მიმღებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:
ა) ერთობლივი განცხადება;
ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
გ) უფლების მიმღების საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული უფლების მიმღების ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრისათვის იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე. მემკვიდრეობით მიღებული იარაღის გადაფორმებისათვის მემკვიდრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;
ე) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. სააგენტო უფლებამოსილია სამართლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი იარაღის მფლობელ ფიზიკურ პირს მიანიჭოს იარაღის შეძენის ნებართვა (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) და განახორციელოს იარაღის წარმომდგენი პირისათვის მისი საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (იარაღის ლეგალიზაცია).
8. იარაღის ლეგალიზაციისათვის ნებართვის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მემკვიდრისათვის იარაღის რეგისტრაციას, მემკვიდრეს უფლება აქვს, სააგენტოს თანხმობით განახორციელოს იარაღზე საკუთრების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის საკუთარ სახელზე დაურეგისტრირებლად.
მუხლი 4.
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვის მისაღებად საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
დ) იარაღის შეძენასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოში იარაღის შეძენის ნებართვისა და რეგისტრაციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) ბინადრობის მოწმობა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის იარაღის რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ შენახვის უფლებით, საქართველოში ყოფნის ვადით.
მუხლი 5.
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიე-ბელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ბ.ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს სამი თვის ვადით.
მუხლი 6.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში იმპორტის შესაბამისი მოწმობა ან მისი ასლი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ.დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 7.
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისაღებად სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო დეკლარაცია ან მისი ასლი;
ვ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოში სანადირო ან სპორტული იარაღის შემოტანის ნებართვის მისაღებად უნდა წარადგინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა;
დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) სააგენტოს მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა კონტრაქტით ან მოწვევით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
3. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოდან გატანის (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისაღებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) უცხო სახელმწიფოდან სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის თარგმანი, რომელიც ადასტურებს პირის ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევას;
ბ) უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას;
გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი იარაღი საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 8.
1. ტირის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადასტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრი; სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მეტრი; სიგანე – არანაკლებ 3 მეტრი;
ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 400 მმ სისქის;
დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები – 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა – სულ ცოტა 0,4 სმ;
ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
ზ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ავტონომიური სიგნალიზაციით;
თ) შენობაში უნდა იყოს რკინის კარადები და სეიფები, სადაც შეინახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
ი) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ი.ა) დახლი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი სიმაღლის;
ი.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0,7 მეტრი;
ი.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0,5 მეტრი.
3. ტირის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.
მუხლი 9.
1. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადასტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრი; სიმაღლე – არანაკლებ 10 მეტრი; სიგანე – არანაკლებ 30 მეტრი;
გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი;
დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები – 2 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა – არანაკლებ 0,6 მეტრი;
ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეიფებით;
ვ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ვ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
ვ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი.
3. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი