„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№268
სარეგისტრაციო კოდი
140130000.10.003.023479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №268

2022 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.“.

2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. ტირი შეიძლება იყოს დახურული ან ნახევრად დახურული.

2. ტირის გახსნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იურიდიულმა პირმა:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ა.ე) ცნობა:

ა.ე.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ, რომლითაც დასტურდება ინსტრუქტორისთვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ა.ე.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ა.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ა.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ტირის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ა.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ.დ) ცნობა:

ბ.დ.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ, რომლითაც დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ბ.დ.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ბ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ბ.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ტირის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ბ.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ტირში დასაქმებული ყოველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სააგენტო უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის, ინსტრუქტორისა და ტირში დასაქმებული სხვა პირის მონაცემები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2, 23 და 26 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

5. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დახურული ტირის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სროლის მანძილი:

ა.ა) პისტოლეტის, რევოლვერისა და პნევმატური იარაღისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა;

ა.ბ) შაშხანისა და კარაბინისთვის უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრისა;

ბ) იმ ადგილის შიდა სივრცის სიმაღლე, სადაც მოწყობილია დახურული ტირი, უნდა იყოს არანაკლებ 2.5 მეტრისა, ხოლო სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;

გ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;

დ) კედლები და ჭერი უნდა იყოს მყარი, რათა გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის შენობის ფარგლებს მიღმა გაღწევა;

ე) შენობას უნდა ჰქონდეს რკინის კარი;

ვ) სამიზნის უკან ტყვიის მიმღები ბარიერი უნდა იყოს შესაბამისი დახრით არანაკლებ 0.8 სმ-ის სისქის რკინის ფურცელი ან არანაკლებ 1 მეტრის სისქის სილის ტომრები, ხის მორები ან რეზინის ფენა;

ზ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით;

თ) შენობაში უნდა იყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადა, სეიფი ან იზოლირებული ოთახი რკინის კარით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას;

ი) ტირში უნდა იყოს სამიზნის დამაგრების მოძრავი ან უძრავი დაფა;

კ) შენობას უნდა ჰქონდეს იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების სივრცე. ტირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ვალდებულია, ჰყავდეს იარაღის წმენდასა და ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი;

ლ) საცეცხლე ზონა (სროლის წერტილიდან ტყვიის მიმღებ ბარიერამდე) უნდა მოიცავდეს თავისუფალ/ცარიელ სივრცეს; შენობას საცეცხლე ზონის ტერიტორიაზე არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;

მ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი განათების სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს შენობისა და სამიზნის უწყვეტ განათებას; შენობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული განათების სისტემა;

ნ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ტექნიკური მახასიათებლებია:

ნ.ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);

ნ.ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა (2048X1536 QXGA);

ნ.გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

ნ.დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;

ნ.ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრისა წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;

ნ.ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა ჰქონდეს ISO სერტიფიკატი;

ო) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ო.ა) დახლის სიმაღლე – არანაკლებ 1 მეტრისა;

ო.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0.7 მეტრისა;

ო.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0.5 მეტრისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დახურულ ტირზე, რომლის დახლიც სასროლი პოზიციის გათვალისწინებით მოძრავია და შესაძლებელია მისი სიმაღლის რეგულირება.

7. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ნახევრად დახურული ტირის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სროლის მანძილი:

ა.ა) პისტოლეტის, რევოლვერისა და პნევმატური იარაღისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა;

ა.ბ) შაშხანასა და კარაბინისთვის უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრისა;

ბ) იმ ადგილის შიდა სივრცის სიმაღლე, სადაც მოწყობილია ნახევრად დახურული ტირი, უნდა იყოს არანაკლებ 2.5 მეტრისა, ხოლო სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;

გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 2.5 მეტრის სიმაღლის, რათა გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის შენობის ფარგლებს მიღმა გაღწევა;

დ) სამიზნის უკან ტყვიის მიმღები ბარიერი უნდა იყოს შესაბამისი დახრით არანაკლებ 0.8 სმ-ის სისქის რკინის ფურცელი ან არანაკლებ 1 მეტრის სისქის სილის ტომრები, ხის მორები ან რეზინის ფენა;

ე) ტერიტორია აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით;

ვ) სროლის მიმართულებით საცეცხლე ზონაში უნდა განთავსდეს 30 გრადუსით დახრილი ან ვერტიკალური დამცავი ტყვიის დამჭერი ზედა ზღუდე(ები), იატაკიდან არანაკლებ 2.5 მეტრის სიმაღლეზე. ტყვიის დამჭერი ზედა ზღუდეები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის საცეცხლე ზონის მიღმა გაღწევა;

ზ) ტერიტორია შემოსაზღვრული უნდა იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას;

თ) საცეცხლე ზონა (სროლის წერტილიდან ტყვიის მიმღებ ბარიერამდე) უნდა მოიცავდეს თავისუფალ/ცარიელ სივრცეს; საცეცხლე ზონის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ფანჯარა;

ი) ტირში უნდა იყოს სამიზნის დამაგრების მოძრავი ან უძრავი დაფა;

კ) ტერიტორიაზე უნდა იყოს იზოლირებული შენობა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადით ან სეიფით ან იზოლირებული ოთახი რკინის კარით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას. შენობას უნდა ჰქონდეს იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების სივრცე. ტირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ვალდებულია, ჰყავდეს იარაღის წმენდასა და ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი;

ლ) ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

მ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

მ.ა) დახლის სიმაღლე – არანაკლებ 1 მეტრისა;

მ.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0.7 მეტრისა;

მ.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0.5 მეტრისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნახევრად დახურულ ტირზე, რომლის დახლიც სასროლი პოზიციის გათვალისწინებით მოძრავია და შესაძლებელია მისი სიმაღლის რეგულირება.

9. ტირის ადგილმდებარეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მისი მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ხმაურისაგან დაცვის მიზნით.

10. ტირს უნდა ჰქონდეს მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა/ჟურნალი.

11. ტირის გახსნის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.

შენიშვნა: სროლის მანძილი (საცეცხლე წერტილიდან მიზნამდე) და ტყვიის მიმღები ბარიერის კონსტრუქციის პარამეტრები განისაზღვრება ტყვიის კალიბრისა და სიმძლავრის შესაბამისად.

მუხლი 9

1. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იურიდიულმა პირმა:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ა.ე) ცნობა:

ა.ე.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდებისა შესახებ, რომლითაც დასტურდება ინსტრუქტორისთვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ა.ე.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ა.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ა.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სასროლეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ა.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ.დ) ცნობა:

ბ.დ.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდებისა შესახებ, რომლითაც დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ბ.დ.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ბ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ბ.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სასროლეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ბ.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დასაქმებული ყოველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის, ინსტრუქტორისა და სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დასაქმებული სხვა პირის მონაცემები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2, 23 და 26 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასროლეთის სიტუაციური ნახაზი  (დანართი №1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სასროლეთი უნდა იყოს შემოღობილი მავთულხლართით ან სხვა ხელოვნური ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას. აღნიშნული არ არის სავალდებულო, თუ არსებობს ბუნებრივი ბარიერი (მაგ.: მთა, კლდე, ხევი);

ბ) სამიზნეების უკან განთავსებული უნდა იყოს ტყვიის მიმღები ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერი:

ბ.ა) რომლის მინიმალური სიმაღლე არანაკლებ 5 მეტრია, ხოლო დაქანება ჰორიზონტთან მიმართებით არანაკლებ 45 გრადუსია;

ბ.ბ) რომელიც სიგრძეზე განლაგებული სამიზნეების უკიდურესი მარჯვენა და მარცხენა წერტილებიდან გაგრძელებულია არანაკლებ 4-4 მეტრით;

ბ.გ) რომელიც აგებულია ნებისმიერი მყარი სიმკვრივის მასალისგან (ნიადაგი, ბეტონი, ქვა, ღორღი და სხვა), რომლის ზედაპირი მიმართული საცეცხლე წერტილისკენ, შედგება არანაკლებ 1 მეტრის სისქის გრუნტისგან. ასევე შესაძლებელია მკვრივი მასალით შევსებული საბურავების გამოყენება;

გ) გვერდითი დამცავი მიწაყრილები უნდა იყოს, როგორც საცეცხლე ხაზიდან სროლის მიმართულებით, ისე მის ტერიტორიაზე კატეგორიების გასამიჯნად. გვერდითი დამცავი მიწაყრილების ან ბუნებრივი ბარიერების მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 3 მეტრი, ხოლო სიგრძე − 15 მეტრი;

დ) სასროლო ხაზის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 2 მეტრი;

ე) სასროლეთის საცეცხლე ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს, განთავსებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები. გამაფრთხილებელ ნიშნებსა და საცეცხლე ხაზს შორის დაშორება სასროლეთისთვის უნდა იყოს 300 მეტრი, ხოლო გამაფრთხილებელ ნიშნებს შორის დაშორება უნდა იყოს 50 მეტრი;

ვ) შიდა საცეცხლე ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) ტერიტორიაზე უნდა იყოს, სულ ცოტა, 20 კვ/მ ფართობის იზოლირებული შენობა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადით ან სეიფით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას.

5. სასროლეთის ადგილმდებარეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მისი მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

6. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასროლო-სანადირო სტენდის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საცეცხლე ხაზიდან სროლის მიმართულებით უსაფრთხოების ზონა დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 70 მეტრით, ასევე დასაშვებია მანძილის 35 მეტრამდე შემცირება ხელოვნურად მოწყობილი ან ბუნებრივი წარმოშობის მინიმუმ 3 მეტრის სიმაღლის ტყვიის შემაკავებელი ბარიერის არსებობისას, რომელიც უზრუნველყოფს საფანტის შეკავებას;

ბ) ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული შენობა/ოთახი;

გ) ტერიტორია შემოსაზღვრული უნდა იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას;

დ) სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორია და შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით და ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

7. სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდს უნდა ჰქონდეს მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა/ჟურნალი.

8. სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.“.

3. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 – 94 მუხლები:

მუხლი 91

1. ტირს, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდს უნდა ჰქონდეს შიდა უსაფრთხოების ინსტრუქცია მინისტრის მიერ დადგენილი წესის/მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც, მათ შორის, უნდა აწესრიგებდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესები, სროლის პოზიციები და სხვა.

2. მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებულ შიდა აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა შესაძლებელია, ჰქონდეს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, იარაღის გადატანაზე/გადაადგილებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

3. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მსროლელი არის 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში სროლისთვის დროებით სარგებლობაში გადაეცა იარაღი. იარაღი დროებით სარგებლობაში შეიძლება, გადაეცეს 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი, თუ იგი სროლას ახორციელებს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ინსტრუქტორის უშუალო ზედამხედველობით. აღნიშნულ შემთხვევაში, მსროლელის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და ინსტრუქტორს.

4. ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდზე სროლისათვის დაშვებული იარაღები განისაზღვრება დანართ №2-ის შესაბამისად.

მუხლი 92

1. ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს სააგენტო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სააგენტო ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ სიტუაციურ ნახაზს უგზავნის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კომისიას (შემდგომში − კომისია).

3. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. კომისია ამოწმებს ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ადგილზე არსებული ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობის, მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის, ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სხვა სისტემების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შემოწმების შემდეგ კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

5. ამ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენამდე, ნებართვის მაძიებელს შეუძლია, წინასწარი კონსულტაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით მიმართოს კომისიას.

მუხლი 93

1. ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, კომისიის უშუალო მონაწილეობით.

2. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობებით მოთხოვნილი გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა/შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 94

1. ამ დადგენილების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მოწყობილ ტირზე, სასროლეთზე ან სასროლო-სანადირო სტენდზე, თუ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტირი, სასროლეთი ან სასროლო-სანადირო სტენდი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 153 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებულ ნებართვებს.“.

4. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №1 და დანართი №2.

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცება. 
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 

სასროლეთის სიტუაციური ნახაზი
 

 

 


დანართი №2

 

ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდზე სროლისათვის დაშვებული იარაღები
1. ტირსა და სასროლეთში სასროლი მანძილის გათვალისწინებით ნებადართულია სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ყველა სახის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღების გამოყენება.

2. სასროლო-სანადირო სტენდზე ნებადართულია გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 7, 8, 9, 10 და 11 ნომერი საფანტით დამუხტული ვაზნების გასროლა.