„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №30

2012 წლის 26 ივნისი

ქ.ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი­ლებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ., გვ. 2-4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე­ბე­ბი:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-4 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1-ჭ5“ქვეპუნქტები:

1) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოსცემს კა­ნო­ნმ­დ­ე­ბლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რო­მ­ლე­ბიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკი­დებულ, მაგრამ ადმინი­ს­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მ­ო­­ების თვალსაზრი­სით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქ­თ­მ­შ­ე­ნ­ე­ბ­­ლო­ბ­ი­თი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბ­ე­ბ­ის დამ­ტ­კი­ცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არ­ქ­ი­ტ­ე­ქ­ტ­ურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთა­ნ­­ხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

2) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში კან­ო­­ნ­მდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მშენებლობის ნებარ­თვის გაცემის პრო­ცე­სში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმას;

3) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გა­მო­ს­ცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

4) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართ­ლ­ე­ბრივ აქ­ტს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლე­გ­ა­ლიზების ან ლეგალი-ზებაზე უარის თქმის შესახებ;

5) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამო­ყა­ლი­ბ­დ­ეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, ქ. ბათუმის მე­რ­ი­ისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს, გარდა იმ უფლებამოსილებისა, რომე­ლ­იც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მერი ახო­რ­ც­­იელებს უშუალოდ ან უფ­ლ­ე­ბა­მოსილების დე­ლ­ე­­გირებით. იმ უფლებამო­სი­ლე­ბას, რო­­მე­ლ­იც გულისხმობს ად­მ­ინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მე­რი ახორციელებს უშუალოდ, ხოლო კანონით დასაშვებ შემთხვევებში ასევე უფ­ლ­ე­ბა­მო­ს­ი­ლების დე­ლ­ე­­გი­რ­ე­ბით. მე­რ­ის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გა­თ­ვა­ლ­ის­წი­ნე­ბუ­ლი, ქ. ბა­თუმის მე­რ­იისათვის მიკუთ­ვ­ნე­ბ­ული უფლებამოსილების დე­ლეგირება შეიძ­ლე­ბა გა­ნხორციელ­დეს შესაბამისი სტრუ­­ქტურული ერთეულის ან/და ტერი­ტო­რი­უ­ლი ორ­განოს დე­ბ­უ­ლ­ების დამტკიცებით (მა­სში ცვლილებების შე­ტ­ა­ნ­ით) ან/და აღნიშნულზე ცალკე სამა­რ­თლებრივი აქტის გა­მ­ოცემით. მერის მიერ წი­ნა­მ­დე­ბა­რე დებულების მე-4 მუხ­ლ­ით გათვალისწინებული, ქ. ბათუმის მერიისათვის მი­კუ­თ­ვნებული უფლება­მო­სი­­ლე­ბ­ის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/ და ტერიტორიული ორ­გ­ანოს ან/და ცალკეული საჯარო მოხელისადმი დელეგი­რე­ბა არ კრძალავს ამავე უფ­ლე­­ბა­მო­სი­ლების უშუალოდ ქ. ბათუმის მერის მიერ განხორ­ცი­ელებას;“.

    მუხლი 2

1. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლა არ იწვევს ქ. ბათუმის მერიის არ­ქ­იტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ან ქ. ბათუმის მერიის ზედა­მ­ხედველობის სამსახურის მიერ ადრე გამოცემული აქტების გაუქმებას (ბათილად გა­მ­ოცხადება, ძალადაკარგულად ან/და არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა­მ­ა­რთლებრივ აქტად ცნობა) და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას;

2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რო­მ­ე­­ლიც წინამდე­ბარე დადგენილებით განისაზღვრა ქ. ბათუმის მერიის უფლება­მო­სი­ლ­ე­ბ­ად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთ­ვნ­ე­ბუ­ლი ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს ან ქ. ბათ­უ­მის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებად.

3. ქ. ბათუმის მერიის არ­ქ­იტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ან ქ. ბათუმის მერიის ზედა­მ­ხედველობის სამსახურის მიერ წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვ­ლი­ლებების ან/და დამატებების შე­ტა­ნა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმი­ნი­ს­ტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღი­არება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის არ­ქ­იტექ­ტუ­რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ან ქ. ბათუმის მერიის ზედა­მ­ხედ­ვ­ე­ლობის სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამი­ს­ად.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. კირთაძე