„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2013 წლის 28 თებერვალი ქ. ბათუმი |
„მუხლი 43.
1. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით.
2. საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერის წარდგინებით.
3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მიეკუთვნება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას (გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, როგორც მერიის, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უშულო უფლებამოსილება (მათ შორის საფინანსო დოკუმენტაციის ხელმოწერაზე) გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მერიის დებულებით) დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.
2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დადგენილებით განისაზღვრა, როგორც ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიას ან/და მერიის შესაბამის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
3. ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამისად.
|