„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2013 წლის 28 თებერვალი ქ. ბათუმი |
„მუხლი 4. მერიის უფლებამოსილება
1. მერიის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო) სამართლებრივი აქტებით.
2. მერია გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლება-მოსილებას მიკუთვნებულ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელზეც მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ გათვალისწინებულია საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, მათ შორის იმ საკითხებზე რომელზეც გათვალისწინებულია საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობა მერიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
3. საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერის წარდგინებით.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მიეკუთვნება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, როგორც მერიის, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უშულო უფლებამოსილება (მათ შორის საფინანსო დოკუმენ-ტაციის ხელმოწერაზე) გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის წინამდებარე დებულებით) დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანება, ხელშეკრულება და სხვა) პროექტს ამზადებს მერიის შესაბამისი დარგობრივი სამსახური (სამსახურები). გადაწყვეტილების პროექტს ხელს აწერს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე კოორდინაციას ახორციელებს მერი ან/და მერის შესაბამისი კურატორი მოადგილე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ საკითხებზე ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტის თარიღი, ნუმერაცია, ბეჭედი, საქმის მასალების შენახვა და სხვა) განხორციელებას უზრუნველყოფს მერია.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების პროექტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა და უკან დაბრუნება ხორციელდება საკანცელარიო მიმოწერის გარეშე, პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისისი დარგობრივი სამსახურის უფროსის ან/და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ.
8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ იმ საკითხებზე, რომელზეც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს სამართლებრივი აქტებით (დადგენილება ან განკარგულება) მერიის მიერ მომზადებული შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს მერია საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკანცელარიო მიმოწერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დადგენილებით განისაზღვრა, როგორც ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიას ან/და მერიის შესაბამის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
3. ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამისად.
|