„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2008 წლის 1 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №157
2012 წლის 30 აპრილი
ქ . რუსთავი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2008 წლის 1 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2008 წლის 1 აპრილის №183 დადგენილების (გამოქვეყნება: ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები) მე -3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ №2 -ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით,
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
დანართი 2
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის (შემდგომში – ქალაქი რუსთავი) ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქი რუსთავის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ ქალაქ რუსთავის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალურ მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
2. მოსახლეობისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება სულადობის მიხედვით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (ან მოსარგებლეს), რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელი.
4. ქალაქ რუსთავის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 15 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
6. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
7. მესაკუთრის (ან მოსარგებლის) შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ (ან მოსარგებლემ) მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
8. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენის სახეობების მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
9. მოსაკრებლის გადამხდელი ორგანიზაციები, დაწესებულებები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ფუნქციონირების შეწყვეტის, პროფილის შეცვლის, სამუშაო ფართის, მომხმარებელთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულნი არიან ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს აცნობონ 10 დღის ვადაში.
10. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ რუსთავში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
11. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
12. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
13. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ რუსთავში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქი რუსთავის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე–2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.