„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მუნიციპალური ქონების და მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

                თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება №197

2013 წლის 16 ივლისი

ქ. რუსთავი

 

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მუნიციპალური ქონების და მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის   მერიის მუნიციპალური ქონების  და მიწის  მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის   №51 დადგენილებაში(გამოქვეყნებულია ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით) შევიდეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის და პრივატიზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2.დადგენილების  პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის   მერიის მუნიციპალური ქონების  და მიწის  მართვის სამსახურის დებულება  თანდართული რედაქციით“.

3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეკახა ბარათაშვილი



დანართი
  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის დებულება 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონ ე ბის მართვისა და პრივატიზების სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს, მერიის დებულებებით, ამ დებულებით.

3.  სამსახური წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით.

4.  სამსახური ანგარიშვალდებულია რუსთავის მერიისა და საკრებულოს წინაშე.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი, თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდებით, საიდენტიფიკაციო კოდის აღვნიშვნით და ბლანკი. ბეჭდის გამოყენების ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესი.

6. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

7.  სამსახურის მისამართია: საქართველო, 3700, ქალაქი რუსთავი, კოსტავას გამზ. №20.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
 მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამსახურს გააჩნია შემდეგი ფუნქციები:

ა)   თვითმმართველი ერთეულის ქონების (მათ შორის 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით  არსებულ საწარმოთა) მართვის საკითხებზე წინადადებების მომზადება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

გ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მიკუთვნებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;

დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვასთან და/ან საჯარო რეესტრში განსახორციელებელ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო ადმისტრაციული წარმოების ჩატარება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადაგენილი წესითж

ე) თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემული ქონების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა, შესაბამისი პროექტების მომზადება;

ზ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება;

თ) ქონების მოვლა-პატრონობის,  მართლზომიერი სარგებლობის,  განკარგვის და მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება;

ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებული  ფორმით;

კ) ქალაქ რუსთავის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეალიზაციის მიზნით  აუქციონის ორგანიზება  და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა;

ლ) თვითმმართველი ერთეულის  ქონების აუქციონის ფორმით და/ან სხვა ფორმის განკარგვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემდგომ აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

მ)    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოთხოვნის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და მისი წილობრივი მონაწილობით დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოთა კაპიტალში ცვლილების ასახვის კოორდინაცია;

ნ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება. არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომში რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;

ო) თვითმმართველი ერთეულის საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორი/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელების საკითხების განხილვა და კოორდინაცია;

პ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემისთვის მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი დოკუმენტების - მომზადება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერისთვის წარდგენა;

ჟ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციათა განხილვა;

რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის  წლიური სტატისტიკურ მონაცემთა მომზადება;

ს) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მერის და  საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.


მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
 დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;

გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებით და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 


მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები
სამსახური ვალდებულია:

ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით, ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს კომისიებს;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ;

გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

დ)   განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.


მუხლი 5. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

 

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.

2.   სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს, მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების თაობაზე;

დ) მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილობის მისაღებად;

ვ)  ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;

თ)  წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;

ი) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;

კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;

ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;

მ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.

4.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.


მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებას.

2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ერთადერთი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.


მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება, ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დადგენილებით.

2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება კანონის ის ნორმა, რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.

3.იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.