„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.132.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110524070, 30/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №24

2011 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის  30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს:

 

    მუხლი 1.

,,თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებ ით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2.

1. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიით, „ადგილობრივი თვითმ­მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით (რეგლამენტით) (შემდგომში – რეგლამენტი) და სხვა  შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2. რეგლამენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მუშაობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიასთან (შემდგომში – მერია).

3. რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურე­ებისათვის.

4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება, წარდგინება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენ­დაციები და საკანონმდებლო წინადადება.

5. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, წინამდებარე რეგლამენტით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

6. საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა მერის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;

ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ზ) საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ი) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;

კ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

მ)  კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, მათი წესდების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;

ნ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ო) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით, სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ჟ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი (საკრებულოს, მერიის) შესყიდვების გეგმის დამტკიცება, მასში შესაბამისი ცვლილების  შეტანა;

რ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ს) თვითმმართველი ერთეულის ორგანოების (საკრებულო, მერია) თანამშრომლების მიერ, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებენ სამსახურებრივ (შესაბა-მისად საკრებულოს ან მერიის ბალანსზე რიცხულ) ან პირად საკუთრებაში არსებულ (შესაბამისად საკრებულოს ან მერიის ბალანსზე არ რიცხულ) სატრანსპორტო საშუალებას, საავტომობილო საწვავით სარგებლობის პირობების განსაზღვრა და შესაბამის წესის დამტკიცება;

ტ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცება;

ფ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ქ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ღ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ყ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

შ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ჩ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

ც) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ძ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

წ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ჭ) აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება;

ხ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის წესების დადგენა, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

ჯ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსი­ლებათა განხორციელება.

7. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის .“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობითდადგენილიწესითმისი გამოქვეყნების­თანავე.

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                       გ.  კირთაძე