„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.09.2007 ბოლო ცვლილება 25.10.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.852
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ

1. საქართველოში გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის, სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების მიზნით შეიქმნას გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ნიკოლოზ გვარამია – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ეკა ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მაკა მდივანი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი რეფორმების კოორდიანაციის საკითხებში, კომისიის მდივანი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

2. კომისიამ უზრუნველყოს:

ა) ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, სამინისტროების პოლიტიკასა და პროგრამებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება;

ბ) გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხების (როგორიცაა: ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა) განხილვა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და აღნიშნულ სფეროებში მთავრობის მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების მონიტორინგი;

გ) პერიოდულად საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოწვევა კომისიის შეხვედრებში მონაწილეობისათვის გენდერულ საკითხებში მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

3. ეთხოვოთ სამინისტროებს მათ უწყებებში გენდერული თანასწორობის საკითხების პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება კომისიის წევრი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. კომისიის სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, რომელიც ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმას, იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს სხდომის დამსწრეთა ორი მესამედი.

5. კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი