საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1582
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1582

2013 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თა ნა ვმჯდომარე;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ე) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

2. კომისი ის ამოცანაა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბალანსზე რიცხული უძრავი ნივთების (სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) საზღვრებში მოქცეულია ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, ან ამ პირებს გააჩნიათ შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და მათ მიერ ვერ ხორციელდება აღნიშნული ქონებით სარგებლობა/საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამინისტროს მიერ მისი საჭიროებისამებრ გამოყენების გამო;

ბ) სამინისტროს მიერ განხორციელდა ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაზიანება და ამ პირთა მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული ნაკვეთების დამუშავება.

3. კომისი ის შექმნის მიზანია წინადადებების, სამართლებრივი ხასიათის პროექტების მომზადება და ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნების (მათ შორის მატერიალური ანაზღაურების – სანაცვლო უძრავი ნივთის ან ფულადი კომპენსაციის გაცემა) მიღება.

4 . კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილოს სამართლებრივი ურთიერთობები , რომლებიც უკავშირდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებს და მიიღოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

ბ ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, ან პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით.

5. კომისია ვალდებულია საქმიანობის პროცესში დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღ ა ვნების თავიდან აცილება.

6 . კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება კომისიის თანა თავმჯდომარ ეებ ის მიერ.

პრემიერ-მინისტრი     ი . ღარიბაშვილი