ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №20 10
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტოს წარმომადგენელი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
2. კომისია იქმნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებასთან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით.
3.კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების, სამართლებრივი ხასიათის პროექტების მომზადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე;
ბ) წინადადებების, რეკომენდაციების, სამართლებრივი ხასიათის პროექტების შემუშავება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
4. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეისწავლოს და წარმოადგინოს წინადადებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებასთან და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თაობაზე;
ბ) შეიმუშავოს წინადადებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზაციული ფორმის, სტრუქტურული დაქვემდებარების და სახელმწიფოს მმართველობის ორგანოთა სისტემაში მისი ადგილის შესახებ;
გ) განიხილოს სამართლებრივი აქტების პროექტები, რომლებიც უკავშირდება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის საკითხებს და წარმოადგინოს წინადადებები მათი სრულყოფის შესახებ;
დ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ე) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
ვ) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები.
5. კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი